ახალი ხელშეკრულება 2016 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში. არსენ ვენგერი იმედოვნებს, რომ ფეხბურთელი გადაწყვეტილებას 17 მაისამდე მიიღებს.
ეს ის დღეა, როცა ვან პერსი ჰოლანდიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებაზე უნდა შეუერთდეს. "ყველაფერი სეზონის დამთავრების შემდეგ, მაგრამ ევროპის ჩემპიონატამდე უნდა გადაწყდეს," - დარწმუნებულია ვენგერი.
ასე რომ,
"არსენალი" ჩემი მეორე სახლია ბოლო 8 წლის განმავლობაში. მადლობელი ვარ არსენ ვენგერისაც, რადგან მას არასოდეს დაუკარგავს ჩემი იმედი, მაშინაც კი, როცა რთული პერიოდი მქონდა ცხოვრებაში.
მისი დახმარების გარეშე ნამდვილად არ ვიქნებოდი ის, ვინც ვარ," - განაცხადა ვან პერსიმ მას მერე, რაც კოლეგებმა ორიოდე დღის წინ ინგლისის წლის ფეხბურთელად დაასახელეს.
ჰოლანდიელი "არსენალის" ისტორიაში მეოთხე ფეხბურთელია, ვისაც მსგავსი პატივი ხვდა წილად. იქამდე "მეთოფეთაგან" საუკეთესოები იყვნენ ლაიამ ბრეიდი (1979), დენის ბერგკამპი (1998) და ტიერი ანრი (2003, 2004).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"