ფაბიო კაპელო: პრემიერლიგაში ვიმუშავებდი

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ფაბიო კაპელო აცხადებს, რომ სამწვრთნელო კარიერის დასრულებას არ აპირებს და კარიერას სიამოვნებით განაგრძობდა, მაგალითად, პრემიერლიგაში.

"2 წლის განმავლობაში კიდევ ვიმუშავებდი. მე მომწონს ლონდონი. ასე რომ, პრემიერლიგის კლუბში მუშაობას დავთანხმდებოდი. ადმინისტრაციული სამუშაო არ მაინტერესებს, როგორც ამას იტალიურ გაზეთებში წერენ. მე მუშაობა მინდვრის კიდესთან მიტაცებს და არა კაბინეტში," - განუცხადა "სქაი სპორტსს" 65 წლის სპეციალისტმა.

როსიცკის იდეალური პოზიცია
ტომაშ როსიცკიმ მიმდინარე სეზონი ძალიან სუსტად დაიწყო. ისიც კი იწერებოდა, რომ 31 წლის ჩეხს კლუბი იანვარშივე გაყიდიდა, მაგრამ ეს
ასე არ მოხდა. მეორე წრეში ვეტერანი გარდაისახა. ფეხბურთელის თქმით, ის ამას იდეალური პოზიციის მონახვას უკავშირებს.

"ცენტრალურ ნახევარმცველებს შორის ყველაზე წინ ვთამაშობ და დაცვისა და თავდასხმის შეკავშირება მევალება. როცა ბურთს ვფლობთ, ვან პერსისთან ძალიან ახლოს ვთამაშობ. სხვა შემთხვევაში კი სიღრმეში ვიწევ და შეტევის წამოწყებას ვცდილობ.

საერთო ჯამში სეზონით კმაყოფილი ვარ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ პირველი თვეების განმავლობაში ორჯერ მივიღე ტრავმა და შემდეგ ფორმაში ჩადგომა გამიჭირდა. ახლა კი ვტკბები იმ რიტმით, რომელიც გუნდში მწვრთნელმა დანერგა," - აცხადებს ფეხბურთელი.

ბრიტანეთი ბრაზილიის წინააღმდეგ
დიდი ბრიტანეთის ოლიმპიური ნაკრები 20 ივლისს მიდლსბროს "რივერსაიდზე" ბრაზილიის წინააღმდეგ ჩაატარებს ამხანაგურ შეხვედრას. ახლად შექმნილი გუნდისთვის ეს იქნება პირველი თამაში უკანასკნელი 41 წლის განმავლობაში. ლონდონი 2012-ის საფეხბურთო ტურნირი 26 ივლისს დაიწყება და 11 აგვისტომდე გასტანს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული