ფიფა და ასაკობრივი ცენზი

AutoSharing Option
ფიფას ყოველწლიურ კონგრესზე, რომელიც 24-25 მაისს ბუდაპეშტში გაიმართება, ორგანიზაციის თანამდებობის პირებისთვის ასაკობრივი ცენზის შემოღების საკითხებზე იმსჯელებენ და თანაც, ეს ყველა რგოლს შეეხება, დაწყებული პრეზიდენტიდან.

მაქსიმალური ასაკი ამიერიდან 72 წელი უნდა გახდეს. თუმცა კურიოზული ის არის, რომ მხოლოდ იმსჯელებენ, კენჭისყრა კი, ამასთან დაკავშირებით, მოგვიანებით გაიმართება.

ინიციატივა უმაღლეს საფეხბურთო წრეებში კორუფციის აღმოფხვრის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა. სხვა აქტუალურ საკითხებს რაც შეეხება, ფიფა ეთიკის კომისიის უფლებების გაზრდას აპირებს. ის ორ ნაწილად გაიყოფა: ერთს გამოძიების ფუნქცია დაეკისრება, მეორეს - ეჭვმიტანილ პირებზე სანქციის დაწესების.

კონგრესზე კენჭისყრაზე
დადგება საკითხი აღმასკომის წევრთა 24-იდან 25-ამდე გაზრდის შესახებ. დამატებითი ერთი ადგილი ქალთა ფეხბურთის წარმომადგენლებს მიეცემათ. იგეგმება კიდევ ერთი რადიკალური ნაბიჯის გადადგმა. დღის წესრიგშია შეტანილი საკითხი, რომ ფიფას პრეზიდენტს ამიერიდან ზედიზედ მხოლოდ 2-ჯერ ჰქონდეს 4 წლით თანამდებობის დაკავების უფლება.

ცვლილება შეეხება აღმასკომის წევრებსაც. მათ ზედიზედ მხოლოდ 3 ვადით შეეძლებათ მუშაობა.

დაბოლოს, გეტყვით, რომ ბუდაპეშტში გასამართი ღონისძიების დევიზი იქნება "უარვყოფთ და ვგმობთ კორუფციის ნებისმიერ ფორმას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული