ლონდონის "ჩელსისა" და ქპრ-ის ფეხბურთელები ერთმანეთს ხელს არ ჩამოართმევენ

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსისა" და ქპრ-ის ფეხბურთელები ერთმანეთს ხელს არ ჩამოართმევენ.

ამის მიზეზი კი ანტონ ფერდინანდსა და ჯონ ტერის შორის კონფლიქტია.

ფერდინანდის თქმით, ამ გუნდების შეხვედრის დროს ტერიმ მას რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა.

ამჟამად კი ტერის თავისი სამართლიანობის დამტკიცება სასამართლოში უწევს, რომელიც ამბობს, რომ რასისტი არაა.

ანტონ ფერდინანდის ადვოკატებმა კლიენტს ურჩიეს, მატჩის დაწყებამდე ტერის ხელი არ ჩამოართვას. ფეხბურთელმაც ადვოკატების რჩევა მიიღო და საჯაროდ განაცხადა, რომ ჯენ ტერის ხელს
არ ჩამოართმევს.

ამის შემდეგ პრემიერლიგის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ "ჩელსი"-ქპრ-ის მატჩის დაწყებამდე ტრადიციული მისალმება საერთოდ არ იქნება.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული