კენი დალგლიში ალბერტო აკვილანის დაბრუნებას მიესალმება

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელის კენი დალგლიშის თქმით, ის მოხარული იქნება, თუკი მომდევნო სეზონში იტალიელი ალბერტო აკვილანი "ენფოლდს" დაუბრუნდება და კლუბს, რომელმაც მის ტრანსფერში 20 მილიონი ფუნტი გაღო, რაიმე სარგებელს მაინც მოუტანს.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის შუახაზელი "მილანში" იჯარით თამაშობს და მიმდინარე სეზონში სერია A-ში 22 თამაში ჩაატარა.

კლუბებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, თუკი ალბერტოს 25 მატჩი დაუგროვდება, "როსონერი" ვალდებული გახდება, მისი ტრანსფერი 6 მილიონ ფუნტად გამოისყიდოს, მაგრამ "მილანში" არ არიან დარწმუნებულნი, რომ ფეხბურთელი აღნიშნულ თანხად უღირთ.

შესაბამისად, აკვილანი ბოლო ტურში "ჯენოასთან"
მოედანზე არ გამოჩენილა და დიდი ალბათობით მას სეზონის ბოლომდე უთამაშებლობა ემუქრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული