არსენ ვენგერი იჯარით გაშვებულთა ბედს ზაფხულში გაარკვევს

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი გამოტყდა, რომ მიმდინარე სეზონში იჯარით გაშვებულ ფეხბურთელებთან დაკავშირებით ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღია.

გაირკვა მხოლოდ ერთი ფეხბურთელის ბედი - "ემირიტსზე" აუცილებლად დაბრუნდება ბრაზილიურ "სან პაულუში" გაშვებული დენილსონი. დანარჩენების საკითხს მხოლოდ ზაფხულზე მოეფინება ნათელი.

დენილსონის გარდა ლაპარაკია 15 ფეხბურთელზე. აქედან უმრავლესობას სათამაშო პრაქტიკა მხოლოდ რეზერვისტთა შორის ჰქონდა. პროფესიონალთა შორის კი უთამაშიათ ანდრეი არშავინს (ზენიტი), ვიტო მანონეს (ჰალ სიტი), როი მიაიჩის (ბოლტონი), ნიკლას ბენდტნერს (სანდერლენდი), ნიკო იენარისს (ნოთს ქაუნთი) და კარლოს ველას (რეალ სოსიედადი).

"ჯერ არაფერი გადამიწყვეტია,
რადგან ეს მარტო ჩემზე კი არა, მთლიანად გუნდის სტრუქტურაზე იქნება დამოკიდებული. ამ წუთას ჩვენთან პროფესიული ხელშეკრულება 34 ფეხბურთელს აკავშირებს.

პრემიერლიგაში 25-ზე მეტს განაცხადში ვერ შევიყვანთ და ბუნებრივია, აუცილებლად მოგვიწევს ბევრ ფეხბურთელთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება", - აცხადებს 65 წლის ფრანგი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული