დავიდ სილვა: "მანჩესტერ სიტიმ" დერბიში ნებისმიერ ფასად უნდა გაიმარჯვოს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველის დავიდ სილვას თქმით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ინლისის ჩემპიონატის პირველ წრეში "ქალაქელებთან" განცდილი მარცხი (6:1) კიდევ ახსოვს.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის 36-ე ტურის შეხვედრაში "სიტი" "წითელ ეშმაკებს" უმაპინძლებს. სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე ალექს ფერგიუსონის შეგირდები იმყოფებიან, ხოლო "სიტი" პირველადგილოსანს სამი ქულით ჩამორჩება.

გუნდებს შორის დაპირისპირება ორშაბათს გაიმართება.

"არ მგონია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები ნერვიულობდნენ, თუმცა ვფიქრობ, მათ ჩვენთან პირველ წრეში განცდილი მარცხი კიდევ ახსოვთ.

თავად "სიტის" რაც შეეხება, გუნდმა ეს ბოლო კვირაა მოუმატა და დერბის კარგ ფორმაში ხვდება. რადგან საკუთარ
კედლებში ვთამაშობთ უპირატესობა ჩვენს მხარესაა, მაგრამ ყურადღებით უნდა ვიყოთ.

უნდა ვაიძულოთ მეტოქეს, რომ მოედანზე თავი არაკომფორტულად იგრძნოს. 30 აპრილს, ფსონი მთელი ჩვენი სეზონი იქნება. "მანჩესტერ სიტიმ" ნებისმიერ ფასად უნდა გაიმარჯვოს", - თქვა სილვამ.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული