შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის 36-ე ტურის შეხვედრაში "სიტი" "წითელ ეშმაკებს" უმაპინძლებს. სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე ალექს ფერგიუსონის შეგირდები იმყოფებიან, ხოლო "სიტი" პირველადგილოსანს სამი ქულით ჩამორჩება.
გუნდებს შორის დაპირისპირება ორშაბათს გაიმართება.
"არ მგონია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები ნერვიულობდნენ, თუმცა ვფიქრობ, მათ ჩვენთან პირველ წრეში განცდილი მარცხი კიდევ ახსოვთ.
თავად "სიტის" რაც შეეხება, გუნდმა ეს ბოლო კვირაა მოუმატა და დერბის კარგ ფორმაში ხვდება. რადგან საკუთარ
უნდა ვაიძულოთ მეტოქეს, რომ მოედანზე თავი არაკომფორტულად იგრძნოს. 30 აპრილს, ფსონი მთელი ჩვენი სეზონი იქნება. "მანჩესტერ სიტიმ" ნებისმიერ ფასად უნდა გაიმარჯვოს", - თქვა სილვამ.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით