რობერტო მანჩინის კარლოს ტევესის იმედი აქვს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელის რობერტო მანჩინის თქმით, მას გუნდის არგენტინელი თავდამსხმელის კარლოს ტევესის იმედი აქვს.

ზამთარში იტალიელი სპეციალისტი ამბობდა, რომ არგენტინელს მის გუნდში მომავალი არ ექნებოდა, ხოლო თავად ტევესი კლუბის დატოვებაზე ოცნებობდა, ახლა კი სიტუაცია სხვაგვარადაა.

"რა თქმა უნდა, ექვსთვიანი პაუზის შემდეგ კარლოსისთვის თამაში ადვილი არაა. ვფიქრობ, მომდევნო სეზონს არგენტინელი კარგ ფორმაში შეხვდება.

მოკლედ ვიტყვი ტევესი ჩემს გეგმებში შედის", - თქვა მანჩინიმ.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული