ზამთარში იტალიელი სპეციალისტი ამბობდა, რომ არგენტინელს მის გუნდში მომავალი არ ექნებოდა, ხოლო თავად ტევესი კლუბის დატოვებაზე ოცნებობდა, ახლა კი სიტუაცია სხვაგვარადაა.
"რა თქმა უნდა, ექვსთვიანი პაუზის შემდეგ კარლოსისთვის თამაში ადვილი არაა. ვფიქრობ, მომდევნო სეზონს არგენტინელი კარგ ფორმაში შეხვდება.
მოკლედ ვიტყვი ტევესი ჩემს გეგმებში შედის", - თქვა მანჩინიმ.
მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით