კარლოს ტევესმა ”მანჩესტერ სიტის” ერთგულება შეჰფიცა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" არგენტინელი ფორვარდი, როგორც ჩანს, ხასიათზე მოვიდა და "ქალაქელებს" ერთგულებას ეფიცება.

მოგეხსენებათ, გასულ ზამთარს, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ტევესს "მილანში" გადასვლასთან ერთი ნაბიჯი აშორებდა. არგენტინელს მაშინ მთავარ მწვრთნელ რობერტო მანჩინისთან უთანხმოება ჰქონდა და კლუბიდან მოკვეთილიც იყო.

ახლა მანჩინი აცხადებს, რომ ფორვარდთან მუშაობა შესაძლებელი  გახდა.

"ეს კლუბი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რაღაც განსაკუთრებულს აკეთებს. კლუბის მფლობელის, შეიხ მანსურის აზრები ჩემსას ემთხვევა.

მე ამბიციური ადამიანი და ფეხბურთელი ვარ. მინდა, "მანჩესტერ სიტისთან" ერთად გამარჯვებებს მივაღწიო", - თქვა ტევესმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული