მოგეხსენებათ, გასულ ზამთარს, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ტევესს "მილანში" გადასვლასთან ერთი ნაბიჯი აშორებდა. არგენტინელს მაშინ მთავარ მწვრთნელ რობერტო მანჩინისთან უთანხმოება ჰქონდა და კლუბიდან მოკვეთილიც იყო.
ახლა მანჩინი აცხადებს, რომ ფორვარდთან მუშაობა შესაძლებელი გახდა.
"ეს კლუბი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რაღაც განსაკუთრებულს აკეთებს. კლუბის მფლობელის, შეიხ მანსურის აზრები ჩემსას ემთხვევა.
მე ამბიციური ადამიანი და ფეხბურთელი ვარ. მინდა, "მანჩესტერ სიტისთან" ერთად გამარჯვებებს მივაღწიო", - თქვა ტევესმა.