ჰარი რედნაპი: როი ჰოჯსონს წარმატებას ვუსურვებ

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემის" თავკაცი ჰარი რედნაპი ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დანიშვნის მთავარ კანდიდატად მიიჩნეოდა, თუმცა უახლოეს მომავალში ამ თანამდებობაზე "ვესტ ბრომვიჩის" დამრიგებელ როი ჰოჯსონს დანიშნავენ.

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა ამ ამბის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"დანიშნონ, რა პრობლემაა? ასეთი გადაწყვეტილებით შეურაცხყოფილი არ ვარ. ჰოჯსონს ინგლისის ნაკრებში წარმატებებს ვუსურვებ.

რაც შემეხება მე, "ტოტენჰემში" მშვენიერი სამუშაო მაქვს. სულაც არ დავიბოღმები", - განაცხადა რედნაპმა ინგლისურ პრესაში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული