დავიდ დე ხეა: ”მანჩესტერ სიტისთან” მატჩში ფრეზე თამაშს არ ვაპირებთ

AutoSharing Option
30 აპრილს "მანჩესტერ იუნაიტედს" "მანჩესტერ სიტისთან" პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის მთავარი მატჩი ელის.

"წითელი ეშმაკების" გოლკიპერი დავიდ დე ხეა დარწმუნებულია, რომ წარმატების მისაღწევად მისმა გუნდმა საკუთარ სტრატეგიას უნდა მისდიოს.

"დაცვაში ჩაკეტვას და ფრეზე თამაშს არ ვაპირებთ. ეს ჩვენი სტილი არ არის. მსგავსი მოქმედება მეტოქეს უპირატესობას მისცემს.

თამაშს ნამდვილი ფინალივით ვუყურებთ. თუმცა ჩვენ მეტი შანსი გვაქვს, "სიტის" ხომ აუცილებლად გამარჯვება სჭირდება. ეს კი ნიშნავს, რომ მათზე ზეწოლა მეტი იქნება.

ვფიქრობ, ეს მატჩი გიჟურ შეტევებში არ წარიმართება - უფრო ტაქტიკური ბრძოლა გველის, რომლისთვისაც
ჩვენ მზად ვართ", - თქვა ესპანელმა გოლკიპერმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული