ფრენკ ლემპარდი: ლონდონის "ჩელსიში" დიდი ხნით დარჩენა მსურს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" 33 წლის ნახევარმცველმა ფრენკ ლემპარდმა განაცხადა, რომ ლონდონურ კლუბთან ახალი მრავალწლიანი კონტრაქტის გაფორმება სურს.

როგორც ჩანს, გამოცდილი ფეხბურთელი ყოფილი თავკაცის, ანდრე ვილაშ-ბოაშის წასვლის შემდეგ, რომელიც მას მაინცდამაინც არ ენდობოდა, "არისტოკრატების" მიერ მიღწეულმა წარმატებებმა აღაფრთოვანა.

"ჩელსი" მიყვარს და მინდა აქ, რაც შეიძლება, დიდხანს დავრჩე. ვუყურებ, რას აკეთებენ გიგზი და სქოულზი თავიანთი კლუბისთვის და მსურს, მეც ასეთი მოთამაშე ვიყო "ჩელსისთვის".

3-4 წლის წინ უცხოეთში თამაში მინდოდა, მაგრამ ახლა მსურს, ჩემს გუნდს მომავალი ხანგრძლივი ვადით დავუკავშირო.

კონტრაქტის გაგრძელების შესახებ მოლაპარაკებები ზაფხულში
გაიმართება. თავს კარგად ვგრძნობ და მჯერა, რომ კლუბისთვის სარგებლობის მოტანა შემიძლია. ფეხბურთის თამაში ახლა ისე მსიამოვნებს, როგორც არასდროს", - ამბობს ლემპარდი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული