არსენ ვენგერი: ლუკაშ პოდოლსკი ლონდონის "არსენალის" შეტევას უფრო მრავალფეროვანს გახდის

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა "კიოლნის" ფორვარდ ლუკაშ პოდოლსკის შეძენის შესახებ ისაუბრა.

"ძალიან გვიხარია, რომ ლუკაშ პოდოლსკის შეძენა მოვახერხეთ. მას სამომავლოდ  კლუბის მნიშვნელოვან ნაწილად განვიხილავთ. ის უმაღლესი კლასის მოთამაშეა. პოდოლსკი შეტევების დამაგვირგვინებელ ფაზაში ბრწყინვალეა და, როგორც საკლუბო, ასევე საერთაშორისო დონეზე სტაბილურად თამაშობს. მისი გადმოსვლა "არსენალის" შეტევებს უფრო მრავალფეროვანს გახდის.

კმაყოფილები ვართ, რომ ეს გარიგება შედგა. ახლა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე ლუკაშის თამაშს მოუთმენლად დაველოდებით. 26 წლის ასაკში მან გერმანიის ნაკრებში 95 მატჩის ჩატარება მოასწრო - ეს, ჩემი აზრით, ფენომენური
მიღწევაა, რაც ფეხბურთელის მაღალ კლასზე მეტყველებს", - თქვა ვენგერმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული