"ძალიან გვიხარია, რომ ლუკაშ პოდოლსკის შეძენა მოვახერხეთ. მას სამომავლოდ კლუბის მნიშვნელოვან ნაწილად განვიხილავთ. ის უმაღლესი კლასის მოთამაშეა. პოდოლსკი შეტევების დამაგვირგვინებელ ფაზაში ბრწყინვალეა და, როგორც საკლუბო, ასევე საერთაშორისო დონეზე სტაბილურად თამაშობს. მისი გადმოსვლა "არსენალის" შეტევებს უფრო მრავალფეროვანს გახდის.
კმაყოფილები ვართ, რომ ეს გარიგება შედგა. ახლა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე ლუკაშის თამაშს მოუთმენლად დაველოდებით. 26 წლის ასაკში მან გერმანიის ნაკრებში 95 მატჩის ჩატარება მოასწრო - ეს, ჩემი აზრით, ფენომენური