რობერტო მანჩინი: "მანჩესტერ იუნაიტედი" კვლავინდებურად ფავორიტია

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ "მანჩესტერ იუნაიტედთან" (1:0) გამარჯვებას დამსახურებული უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ "წითელი ეშმაკები" ჩემპიონობისთვის ბრძოლაში კვლავინდებურად ფავორიტია.

"იუნაიტედი" მთელი მატჩის განმავლობაში მთელი შემადგენლობით თავს იცავდა. მათ ერთი სახიფათო მომენტიც კი არ შეუქმნიათ. ჩვენ კი ძალიან კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ.

შესანიშნავი გამარჯვებაა, მაგრამ წინ ორი რთული მატჩი გველის. "მანჩესტერ იუნაიტედს" კი ორი იოლი თამაშის ჩატარება რჩება. ისინი კვლავ ფავორიტები არიან. "სუონსი" და "სანდერლენდი" მათ ვერაფერს დაუპირისპირებენ.

ძალიან მიხარია, რომ პირველ ადგილს დავუბრუნდით, მაგრამ არაფერი შეცვლილა", - განაცხადა მანჩინიმ.

დარჩენილ ორ ტურში "მანჩესტერ სიტის" "ნიუკასლთან" სტუმრად და შინ ქპრ-სთან თამაში ელის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული