"მანჩინი მთელი მატჩის განმავლობაში არბიტრს მოსვენებას არ აძლევდა და ამის გარდა, მთელი კვირა მსაჯებს აკრიტიკებდა. იმედია, ახლა უკვე სათქმელი აღარაფერი ექნება.
რაც შეეხება შეხვედრას, ის საკმაოდ ენერგიული გამოდგა, თუმცა საგოლე მომენტები ძალიან ცოტა იყო. მეტოქე უფრო მწვავედ გვიტევდა.
როცა სტანდარტული მდგომარეობიდან გოლს უშვებ, მაშინ დამნაშავე მხოლოდ შენ ხარ. ძალიან ცუდ მომენტში გავუშვით გოლი.
ჩემპიონატი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ "სიტის" აქტივში, ჩვენთან შედარებით, რვა გოლით მეტი აქვს, რაც მნიშვნელოვანი უპირატესობაა",
მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით