ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელად როი ჰოჯსონი დანიშნეს

AutoSharing Option
64 წლის საფეხბურთო სპეციალისტი, "ვესტ ბრომვიჩის" თავკაცი როი ჰოჯსონი ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს. ჰოჯსონს ინგლისის ნაკრებში ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

ინგლისის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი "ვესტ ბრომვიჩში" მიმდინარე სეზონის ბოლომდე იმუშავებს, რომელშიც მის გუნდს სულ ორი თამაში დარჩა გასამართი - "ბოლტონთან" სტუმრად 6 მაისს და "არსენალთან" შინ 13 მაისს.

ჰოჯსონს სამწვრთნელო კარიერის მანძილზე შვეიცარიის, არაბეთის გაერთიანებული საემიროების და ფინეთის ნაკრებებში უმუშავია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული