ინგლისის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი "ვესტ ბრომვიჩში" მიმდინარე სეზონის ბოლომდე იმუშავებს, რომელშიც მის გუნდს სულ ორი თამაში დარჩა გასამართი - "ბოლტონთან" სტუმრად 6 მაისს და "არსენალთან" შინ 13 მაისს.
ჰოჯსონს სამწვრთნელო კარიერის მანძილზე შვეიცარიის, არაბეთის გაერთიანებული საემიროების და ფინეთის ნაკრებებში უმუშავია.