"ცხრილი არასდროს იტყუება. მიმდინარე სეზონში სიძნელეებს ნამდვილად განვიცდიდით. ჩვენი მეტოქეები უფრო ხშირად იგებდნენ და მეტ ქულებს აგროვებდნენ, მაგრამ ჩამორჩენას ვამცირებთ.
"ჩელსი" კარგ მდგომარეობაში იმყოფება და მეოთხე ადგილის დაკავების შანსი აქვს. ჩემი ხელმძღვანელობის პირველივე დღიდან მიზნად ოთხეულში მოხვედრა დავისახეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ინგლისის თასზე და ჩემპიონთა ლიგაში ბრწყინვალედ ვიასპარეზეთ", - თქვა დი მატეომ.