ალან პარდიუ: იმედია, ფერნანდო ტორესი ”ნიუკასლს” ვერ გაუტანს

AutoSharing Option
"ნიუკასლის" თავკაცი ალან პარდიუ იმედოვნებს, რომ "კაჭკაჭებთან" 2 მაისის შეხვედრაში ლონდონის "ჩელსის" ესპანელი ფორვარდი ფერნანდო ტორესი მოედანს უგოლოდ დატოვებს.

გოლი "ბარსელონას" კარში, ჰეთ თრიქი "ქუინზ პარკთან" - ესპანელი წარუმატებელი პერიოდის შემდეგ აშკარად თავის თამაშს პოულობს.

"პირადად მე მიხარია, რომ ტორესმა თავისი თამაში ისევ იპოვა. ძლიერი მოთამაშეები წარუმატებელ პერიოდს თავს მალე აღწევენ ხოლმე.

"ჩელსის" რამდენიმე მატჩს დავესწარი და ვნახე, როგორ იტანჯებოდა ფერნანდო, მაგრამ ახლა მან საუკეთესო ფორმა აღიდგინა და მის სახეს ღიმილი არ შორდება. თუმცა, იმედია, ჩვენთან შეხვედრაში ის არ გაიღიმებს",
- განაცხადა პარდიუმ.

მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეგ არა სხვა ყველა გაგიტანთ)))
0

სიახლეები პოპულარული