ანდრეს ლინდეგორი გამოჯანმრთელდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" გოლკიპერი ანდრეს ლინდეგორი სამთვიანი უქმობის შემდეგ მწყობრში ჩადგა და გუნდის სარეზერვო შემადგენლობაში უკვე ითამაშა.

დანიელმა "ბლექპულთან" მატჩში კარი მშრალად შეინახა, პენალტების სერიაში კი ორი დარტყმა მოიგერია.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის მეკარე თებერვალში დაშავდა. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა ლინდეგორი სეზონის ორ უკანასკნელ მატჩში "წითელი ეშმაკების" დახმარებას. ევრო 2012-ზე წასვლის შანსები კი საკმაოდ ოპტიმისტური აქვს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული