დენი უელბეკი ევრო 2012-ისთვის მზად იქნება

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი დენი უელბეკი, რომელიც "მანჩესტერ სიტისთან" (0:1) ინგლისის ჩემპიონატის 36-ე ტურის მატჩში დაშავდა, ევრო 2012-ისთვის გამოჯანმრთელებას მოასწრებს.

21 წლის ფორვარდი "ქალაქელთა" ნახევარმცველ ნაიჯელ დე იონგთან შეჯახებისას დაშავდა, თუმცა შეხვედრის გაგრძელება შეძლო. სავარაუდოდ, უელბეკი ინგლისის ჩემპიონატის ორ დარჩენილ მატჩს "სუონსისა" და "სანდერლენდის" წინააღმდეგ გამოტოვებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული