ყოფილა შემთხვევა, "ლივერპულს" "ფულჰემისთვის" 10:0 მოუგია, მაგრამ აქამდე ჯერ ერთხელაც არ მომხდარა, ლონდონელებს მერსისაიდში 3 ქულა მოეპოვებინათ, მაგრამ კენი დალგლიშის ფორმაციის "ლივერპული" ხომ ახალ ისტორიას უწერს მეტოქეებს.
გოლი კი ლივერპულელმავე გაიტანა - მარტინ შკრტელი მარცხნიდან ჩაწოდებულმა ისე დააბნია, ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა - 0:1 და "ფულჰემი" მეტოქეს ქულებით გაუთანაბრდა.
"წითლებს" ასოციაციის თასის ფინალი ელის "უემბლიზე", რაც მის შემადგენლობასაც დაეტყო
ათ წუთში დონიმ პაველ პობგრებნიაკს მოუგო დუელი, თორემ ლონდონელები 2 ბურთის სხვაობით დაწინაურდებოდნენ. გათანაბრება "ლივერპულის" 20 წლის ნახევარმცველ ჯონჯო შელვეის შეეძლო. მან მეკარე შვარცერს კი აჯობა, მაგრამ სტუმართა მცველმა ჰანგელანდმა კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი.
მეორე ტაიმში დაუნინგის გამოჩენამ მასპინძლები გამოაცოცხლა. კეროლი კიდევ უფრო აქტიური გახდა. კარგად თამაშობდა შელვეიც. თუმცა უფრო მწვავე მომენტები სტუმრებს ჰქონდათ, მაგალითად, დემპსის, რომელმაც ვერ მოუგო დუელი იტალიელ დონის.
კენი დალგლიში (ლივერპული): "ბიჭები თამაშზე შესაბამისი განწყობით არ გამოვიდნენ. ამიტომ მივიღეთ ეს შედეგი. ეს ძალიან ცუდია და არ შეიძლება ასე შენი სამუშაოს შესრულება, უბრალოდ, არ შეიძლება".
სამშაბათის მეორე პრემიერლიგურ მატჩში მეორე ლივერპულური გუნდი "ევერტონი" პიტერ კრაუჩის ძალზე კურიოზულმა ავტოგოლმა დააწინაურა, თუმცა მეორე ტაიმში "სტოკ სიტიმ" ქულა იხსნა - კამერონ ჯერომმა სტუმართა კარი დალაშქრა. სხვათა შორის, მან ეს სწრაფ კონტრშეტევაზე მოახერხა - 1:1.
ინგლისი. პრემიერლიგა. XXXIV ტურის გადმოტანილი მატჩები
ლივერპული-ფულჰემი 0:1
გოლი: 0:1 შკრტელი (5 ს.კ.)
სტოკი-ევერტონი 1:1
გოლები: 0:1 კრაუჩი (44 ს.კ.), 1:1 ჯერომი (69)
ბოლტონი-ტოტენჰემი 1:4
ბოლტონი (4-4-2): ბოგდანი - ბოიატა, უიტერი, რიმი, რიკეტსი - იგლსი (83. მიაიჩი), რეო-კოკერი (65. ველა), მ. დევისი, პეტროვი - ნგოგი (65. კლასნიჩი), კ. დევისი.
ტოტენჰემი (4-4-1-1): ფრიდელი - უოლკერი, გალასი (87. ნელსენი), კაბული, როუზი - ლენონი (84. საა), სანდრო, მოდრიჩი, ბეილი - ვან დერ ვაარტი (79. ლივერმორი) - ადებაიორი.
გოლები: 0:1 მოდრიჩი (37), 1:1 რეო-კოკერი (51), 1:2 ვან დერ ვაარტი (60), 1:3 ადებაიორი (62), 1:4 ადებაიორი (69)
გაფრთხილება: ველა, იგლსი - უოლკერი
კუთხური: 4-7; ჯარიმა: 6-9; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 11-11 (5-7); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 25 000
ჩელსი-ნიუკასლი 0:2
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ბოსინგვა, ივანოვიჩი, ტერი, ბერტრანი - მიკელი, მეირელეში (78. ლემპარდი) - რამირესი, მალუდა (61. დროგბა), სტარიჯი (46. მატა) - ტორესი.
ნიუკასლი (4-3-3): კრული - პერჩი, უილიამსონი, კოლოჩინი, სანტონი - კაბაი, ტიოტე (69. რ. ტეილორი), გუტიერესი - ბენ არფა (88. ობერტანი), სისე, ბა (74. ამეობი).
გოლები: 0:1 სისე (19), 0:2 სისე (93)
გაფრთხილება: ტიოტე, კაბაი, კრული
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 9-7; თამაშგარე: 4-4; კარში დარტყმა: 13-10 (2-6); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 41 559
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. სიტი 36 26 5 5 88-27 83
2. იუნაიტედი 36 26 5 5 86-33 83
3. არსენალი 36 20 6 10 68-44 66
4. ტოტენჰემი 36 19 8 9 63-40 65
5. ნიუკასლი 36 19 8 9 55-46 65
6. ჩელსი 36 17 10 9 62-41 61
7. ევერტონი 36 14 10 12 47-39 52
8. ლივერპული 36 13 10 13 43-38 49
9. ფულჰემი 36 13 10 13 46-48 49
10. ვესტ ბრომვიჩი 36 13 7 16 41-47 46
11. სანდერლენდი 36 11 12 13 44-43 45
12. სუონსი 36 11 11 14 43-49 44
13. სტოკი 36 11 11 14 34-50 44
14. ნორვიჩი 36 11 10 15 47-63 43
15. ასტონ ვილა 36 7 16 13 36-50 37
16. უიგანი 36 9 10 17 38-60 37
17. ქპრ 36 9 7 20 40-63 34
18. ბოლტონი 36 10 4 22 42-73 34
19. ბლექბერნი 36 8 7 21 47-75 31
20. ვულვზი 36 5 9 22 38-79 24
ბომბარდირები
28 - რობინ ვან პერსი (არსენალი); 26 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი); 22 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 16 - კლინტ დემპსი (ფულჰემი), დემბა ბა (ნიუკასლი), იაკუბუ აიგბენი (ბლექბერნი); 15 - ემანუელ ადებაიორი (ტოტენჰემი).
მომდევნო ტური
5 მაისი: არსენალი-ნორვიჩი.
6 მაისი: ნიუკასლი-სიტი, ასტონ ვილა-ტოტენჰემი, ბოლტონი-ვესტ ბრომვიჩი, ფულჰემი-სანდერლენდი, ქპრ-სტოკი, ვულვზი-ევერტონი, იუნაიტედი-სუონსი.
7 მაისი: ბლექბერნი-უიგანი.
8 მაისი: ლივერპული-ჩელსი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"