"ნაკრების ხელმძღვანელობა იოლი არაა. ყოველთვის თქვენს ძლიერ მოთამაშეებს ვერ დაეყრდნობით. ვიღაც მუდმივად მწყობრიდან ვარდება, ვიღაც ტრავმას იღებს, ვიღაც იღლება და ასე შემდეგ.
ასეთ სამუშაო პირობებში ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოყალიბება რთულია, მით უმეტეს, მოკლე დროში. ამიტომ აქცენტი სხვა რამეზე უნდა გაკეთდეს. მოთამაშეებს გამარჯვებულის მენტალიტეტი უნდა ჩაუნერგო, გუნდური სულისკვეთება აუმაღლო. მაგრამ ამას ისევ და ისევ დრო სჭირდება, რაც ძალიან ცოტაა.
ჰოჯსონს ჯერ კიდევ იტალიაში მუშაობის დროიდან ვიცნობ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში