პრემიერლიგა. XXXVII ტური: "მანჩესტერ სიტის" ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი აშორებს!

AutoSharing Option
არ გამართლდა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფანების იმედი: "ნიუკასლმა" "სიტის" ქულები ვერ აართვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო ტურს მანჩესტერის ორივე გუნდი ქულების თანაბარი რაოდენობით ხვდება, უპირატესობა კი რობერტო მანჩინის გუნდს აქვს - თანაც, ძალიან დიდი.

"სიტი" "იუნაიტედს" ბურთების შეფარდებაში რვა ბურთით (!) სჯობნის და მანჩინის შეგირდები ბოლო ტურში "ქუინს პარკს" მასპინძლობენ.

5 მაისს "არსენალმა" "ნორვიჩის" დამარცხება ვერ შეძლო, მაგრამ არსენ ვენგერის ბიჭებს გაუმართლათ - "ტოტენჰემმაც" ვერ მოიგო და, შესაბამისად, "მეთოფეები" მესამე ადგილზე დარჩა.

გადარჩენისთვის ბრძოლაში კი ამ ტურის გამარჯვებული "ქუინზ პარკია".

იაია ტურეს მორიგი ბენეფისი

"სიტისთან" მატჩამდე "ნიუკასლის" ფანებმა "სენტ ჯეიმს პარკის" წინ ლეგენდარული სერ ბობი რობსონის ძეგლის გახსნა იზეიმეს. შეგახსენებთ, რომ 2009 წელს გარდაცვლილი რობსონი ნიუკასლელია და ბავშვობიდან ამ კლუბის ფანი გახლდათ, 1999 წელს კი ოცნება აისრულა, "ნიუკასლის" თავკაცი გახდა და ეს გუნდი ორჯერ გაიყვანა ჩემპიონთა ლიგაში.

ნიუკასლელები "სიტის" ემუქრებოდნენ და "იუნაიტედის" ფანობას აიმედებდნენ - "ნიუკასლი" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და ამ შეხვედრამდე "ჩელსი" ჰყავდა დამარცხებული. თუკი ლონდონელებთან "ჯორდების" "ფრაიბურგიდან" 12 მილიონ ევროდ ნაყიდმა თავდამსხმელმა პაპის დემბა სისემ დუბლი შეასრულა და 12 მატჩში 13 გოლი ჰქონდა გატანილი, სენეგალელი გოლეადორი "სიტისთან" ვეღარაფერს გახდა.

პირველ ტაიმში თანაბარი ბრძოლა ვნახეთ, რომელშიც ორივე გუნდს ჰქონდა საგოლე მომენტები, გოლი კი არ გასულა. მეორე ნახევარში მანჩინის ბიჭებმა შეტევებს სიმძაფრე შემატეს და უკვე აშკარად დომინირებდნენ.

მასპინძლები 70-ე წუთზე იაია ტურემ გატეხა, გახსნა რა ანგარიში 20 მეტრიდან განხორციელებული დარტყმით. ისევე, როგორც "იუნაიტედთან" დერბიში, ტურე ამჯერადაც საუკეთესო გახლდათ: 84-ე წუთზე მას მეორე გოლის გატანის შანსი მიეცა, მაგრამ კრულმა აუღო. 89-ე წუთზე კი დუბლი მაინც გაიფორმა - გამოიყენა რა კლიშის მშვენიერი პასი.

იუნაიტედმაც მოიგო, მაგრამ...
"სიტის" გამარჯვებამ "იუნაიტედი" წნეხის ქვეშ მოაქცია, მაგრამ სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდებს ამ ზეწოლასთან გამკლავება არ გაუჭირდათ - "სუონსის" სახით მეტოქეც სუსტი ჰყავდათ და 2:0 გაიმარჯვეს.

ანგარიში ვეტერანმა პოლ სქოულზმა გახსნა, რომელმაც ქერიკის დარტყმულს ფეხი მარჯვედ დაუხვედრა. პირველი ტაიმის მიწურულს კი სხვაობა ორამდე ეშლი იანგმა გაზარდა. მეორე ტაიმში საინტერესო, ფაქტობრივად, არაფერი მომხდარა - ფერგის ბიჭები თამაშს აკონტროლებდნენ და მეტოქეს არაფერი გააბედვინეს.

ამრიგად, "იუნაიტედი" "სიტის" კი წამოეწია, მაგრამ ბოლო ტურში მანჩინის შეგირდების ბედი მათსავე ხელშია.

ტოტენჰემი ნერვიულობს, ასტონ ვილა გადარჩენილია
უაღრესად საინტერესო იყო "ასტონ ვილასა" და "ტოტენჰემის" დაპირისპირება, რადგან "ვილა" გადარჩენისთვის იბრძვის, "სპურზი" კი - ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის. დაძაბული მატჩი 1:1 დამთავრდა - "ასტონ ვილა" კლერკის გოლით იგებდა და ათკაციანმა "ტოტენჰემმა" (49-ე წუთზე როუზი გააძევეს) ანგარიში მაინც გაათანაბრა (ადებაიორი, პენალტით).

ბოლო ტურში "ტოტენჰემი" "ფულჰემს" მასპინძლობს და ჰარი რედნაპის შეგირდებს ჩემპიონთა ლიგაში გასასვლელად ამ თამაშის მოგება დასჭირდებათ. "ასტონ ვილა" კი, ფაქტობრივად, გადარჩენილია, რადგან "ბოლტონს" სამი ქულით უსწრებს და ბურთების შეფარდება "უონდერერსზე" გაცილებით უკეთესი აქვს.

...რომ არა "ვესტ ბრომვიჩთან" 2:2, "ბოლტონი" უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა. ასე კი ოუენ კოილის გუნდი, რომელიც 2:0-ს იგებდა და სამი ქულა ქარს გაატანა, გასავარდნ ზონაში დარჩა და ბოლო ტურისთვის სასწაულის იმედად უნდა იყოს.

"ქუინზ პარკმა" კი "სტოკის" დამარცხებით (1:0) პრემიერლიგაში დარჩენისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა - ლონდონელებმა ჯიბრილ სისეს გვიანი გოლით გაიმარჯვეს და "ბოლტონს" 2 ქულით უსწრებენ.

სანია ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს!
5 მაისს "არსენალმა" "ნორვიჩთან" დრამატული ბრძოლა გადაიტანა, რომელიც 3:3 დასრულდა. რობინ ვან პერსიმ 29-ე და 30-ე გოლები გაიტანა, რითაც, ფაქტობრივად, გაინაღდა პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირობა.

ბოლო ტურში "არსენალი" "ვესტ ბრომვიჩს" სტუმრობს და წაგების შემთხვევაში შეიძლება სულაც ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩეს.

ამასთან, უმძიმესი ტრავმა მიიღო "მეთოფეების" ფრანგმა მცველმა ბაკარი სანიამ - 29 წლის უკანახაზელმა ფეხი მოიტეხა და ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს...

ინგლისი. პრემიერლიგა. XXXVII ტური
არსენალი-ნორვიჩი 3:3
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - სანია (33. კოკელინი), კოშელნი, ვერმაელენი, გიბსი - რემსი (63. ოქსლეიდ-ჩემბერლეინი), სონგი - ჟერვინიო, როსიცკი, ბენაიუნი (69. შამახი) - ვან პერსი.
ნორვიჩი (4-2-3-1): რადი - ნაუტონი, რ. მარტინი, რ. ბენეტი, ლეპინი - ჰოუსონი, ბ. ჯონსონი - ე. ბენეტი, ჰულაჰანი (75. პილკინგტონი), ჯეკსონი (69. მორისონი) - ჰოლტი (80. უილბრეემი).
გოლები: 1:0 ბენაიუნი (2), 1:1 ჰულაჰანი (12), 1:2 ჰოლტი (27), 2:2 ვან პერსი (72), 3:2 ვან პერსი (80), 3:3 მორისონი (85)
გაფრთხილება: რემსი, ვერმაელენი - ჯეკსონი, ჰულაჰანი, უილბრეემი
კუთხური: 6-1; ჯარიმა: 9-15; თამაშგარე: 1-6; კარში დარტყმა: 23(11)-13(4); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 60 092

ნიუკასლი-სიტი 0:2
ნიუკასლი (4-3-3): კრული - პერჩი (74. ფერგიუსონი), ვილიამსონი, კოლოჩინი, სანტონი - კაბაიე, ტიოტე (82. რ. ტეილორი), გუტიერესი - ბენ არფა (74. შ. ამეობი), პ. სისე, ბა.
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - საბალეტა, კომპანი, ლესკოტი, კლიში - იაია ტურე, ბერი - სილვა (85. მ. რიჩარდსი), ტევესი (69. ჯეკო), ნასრი (62. დე იონგი) - აგუერო.
გოლები: 0:1 იაია ტურე (70), 0:2 იაია ტურე (89)
გაფრთხილება: ბენ არფა, ტიოტე, პერჩი, ფერგიუსონი - ბერი, იაია ტურე, საბალეტა
კუთხური: 2-6; ჯარიმა: 12-8; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 15(3)-21(8); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 52 389

ასტონ ვილა-ტოტენჰემი 1:1
ასტონ ვილა (4-4-1-1): გივენი - ჰატონი (53. კოლინზი), კუელარი, დანი, უორნოკი - ნ’ზოგბია, კლერკი, ერდი, ლიჩაი - ირლანდი - ჰესკი (51. ვაიმანი/70. დელფუნესო).
ტოტენჰემი (4-4-1-1): ფრიდელი - უოლკერი, გალასი, ქაბული, როუზი - ლენონი, სანდრო, მოდრიჩი, ბეილი - ვან დერ ვაარტი (89. პარკერი) - ადებაიორი.
გოლები: 1:0 კლერკი (35), 1:1 ადებაიორი (61-პენ)
გაძევება: როუზი (49. ტოტენჰემი)
გაფრთხილება: დანი - ქაბული, სანდრო
კუთხური: 4-19; ჯარიმა: 11-8; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 4(1)-22(4); ბურთის ფლობა: 37%-63%.
მაყურებელი: 36 008

ბოლტონი-ვესტ ბრომვიჩი 2:2
ბოლტონი (4-4-2): ბოგდანი - ბოიატა, ვითერი (46. ნაითი), რიმი, რიკეტსი - იგლზი, რეო-კოკერი, მ. დევისი, მ. პეტროვი (82. ლი) - ნგოგი (68. კლასნიჩი), კ. დევისი.
ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): ფოსტერი - ბი. ჯოუნსი, მაკალეი, ი. ოლსონი, რიჯველი - ბრანტი, მულუმბუ (78. შარნერი), ენდრიუსი (74. მორისონი), დორენსი (81. კოქსი) - ლონგი, ფორჩუნი.
გოლები: 1:0 მ. პეტროვი (24-პენ), 2:0 ბი. ჯოუნსი (72-საკ. კარში), 2:1 ბრანტი (75), 2:2 მორისონი (90)
გაფრთხილება: ბოიატა - ბი. ჯონსი, ლონგი, ენდრიუსი, ბრანტი
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 16-10; თამაშგარე: 3-8; კარში დარტყმა: 15(5)-19(10); ბურთის ფლობა: 38%-62%.
მაყურებელი: 25 662

ფულჰემი-სანდერლენდი 2:1
ფულჰემი (4-4-2): შვარცერი - ს. კელი, ჰანგელანდი, ა. ჰიუზი, რიისე - დაფი, დენი მერფი (85. ბეირდი), მ. დიარა, დემპსი - დემბელე, პოგრებნიაკი (82. კ. ფრაი).
სანდერლენდი (4-4-2): მინიოლე - ო’ში, ტარნერი, კილგალონი (71. ფ. კემპბელი), ბერდსლი - გარდნერი, ქოლბეკი, კეტერმოლი, მაკლინი - სესეგნონი, დონ ვონი (60. ბენდტნერი).
გოლები: 1:0 დემპსი (12), 1:1 ბერდსლი (34), 2:1 დემბელე (35)
გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 8-2; ჯარიმა: 8-13; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 22(8)-13(6); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 25 683

ქუინზ პარკი-სტოკი 1:0
ქუინზ პარკი (4-4-2): კენი - ონუოჰა, ა. ფერდინანდი, ჰილი, ტაივო - დერი (81. რაიტ-ფილიპსი), მეკი, ბარტონი, ბუჟაკი (51. ჯ. სისე) - ტაარაბტი, ზამორა (82. ბოტროიდი).
სტოკი (4-3-3): სორენსენი - ჰუთი, შევკროსი, აპსონი, მ. ვილსონი (46. შოტონი) - ჯერომი (79. კ. ჯოუნსი), უელანი, დელაპი - უოლტერსი, ფალერი (79. უაითჰედი), კრაუჩი.
გოლი: 1:0 ჯ. სისე (89)
გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 7-3; ჯარიმა: 10-16; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 22(6)-8(0); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 17 319

ვულვზი-ევერტონი 0:0
ვულვზი (4-4-2): დე ვრისი - ზუბარი, სტრირმენი, ბერა (54. ელოკობი), ს. ვერდი - კაითლი (71. ფორდი), ჰენრი, დ. ედვარდსი, ჰანტი - დოილი, ს. ფლეტჩერი (60. ე. ბლეიკი).
ევერტონი (4-4-1-1): ჰოვარდი - ჰიბერტი, ჰეიტინგა, ჟაგიელკა, დისტინი - მაკფადენი (59. სტრაკუალარსი), ტ. კეჰილი (60. გეიე), ოსმანი, პიენაარი - ფელაინი - იელავიჩი.
გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 3-7; ჯარიმა: 9-10; თამაშგარე: 4-9; კარში დარტყმა: 9(0)-21(4); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 25 466

იუნაიტედი-სუონსი 2:0
იუნაიტედი (4-4-2): დე ხეა - ფ. ჯონსი, სმოლინგი, რ. ფერდინანდი (88. რაფაელ და სილვა), ევრა - ვალენსია, ქერიკი, სქოულზი (68. კლევერლი), ე. იანგი - რუნი (79. ბერბატოვი), ერნანდესი.
სუონსი (4-3-3): ვორმი - რანხელი, კოლკერი (91. ტეიტი), ვილიამსი, ნ. ტეილორი - გოვერი (46. ბრაიტონი), სიგურდსონი, ალენი - ნ. დაიერი (71. მური), გრეჰემი, სინკლერი.
გოლები: 1:0 სქოულზი (28), 2:0 ე. იანგი (41)
გაფრთხილება: რუნი
კუთხური: 16-3; ჯარიმა: 12-6; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 28(7)-13(6); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 75 496

7 მაისი
ბლექბერნი-უიგანი

8 მაისი
ლივერპული-ჩელსი

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. სიტი 37 27 5 5 90-27 86
2. იუნაიტედი 37 27 5 5 88-33 86
3. არსენალი 37 20 7 10 71-47 67
4. ტოტენჰემი 37 19 9 9 64-41 66
5. ნიუკასლი 37 19 8 10 55-48 65
6. ჩელსი 36 17 10 9 62-41 61
7. ევერტონი 37 14 11 12 47-39 53
8. ფულჰემი 37 14 10 13 48-49 52
9. ლივერპული 36 13 10 13 43-38 49
10. ვესტ ბრომვიჩი 37 13 8 16 43-49 47
11. სანდერლენდი 37 11 12 14 45-45 45
12. სუონსი 37 11 11 15 43-51 44
13. ნორვიჩი 37 11 11 15 50-66 44
14. სტოკი 37 11 11 15 34-51 44
15. ასტონ ვილა 37 7 17 13 37-51 38
16. ქუინზ პარკი 37 10 7 20 41-63 37
17. უიგანი 36 9 10 17 38-60 37
18. ბოლტონი 37 10 5 22 44-75 35
19. ბლექბერნი 36 8 7 21 47-75 31
20. ვულვზი 37 5 10 22 38-79 25

ბომბარდირები
30 - ვან პერსი (არსენალი); 26 - რუნი (იუნაიტედი); 22 - აგუერო (სიტი); 17 - დემპსი (ფულჰემი); 16 - ადებაიორი (ტოტენჰემი), ბა (ნიუკასლი), იაკუბუ (ბლექბერნი).

ბოლო ტური
13 მაისი
ჩელსი-ბლექბერნი, ევერტონი-ნიუკასლი, სიტი-ქუინზ პარკი, ნორვიჩი-ასტონ ვილა, სტოკი-ბოლტონი, სანდერლენდი-იუნაიტედი, სუონსი-ლივერპული, ტოტენჰემი-ფულჰემი, ვესტ ბრომვიჩი-არსენალი, უიგანი-ვულვზი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული