სტივენ ჯერარდი: ენდი კეროლი ევრო 2012-ზე თამაშს იმსახურებს

AutoSharing Option
"ლივერპულის" კაპიტანი სტივენ ჯერარდი მიიჩნევს, რომ მისი თანაგუნდელი ენდი კეროლი ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე წასვლას იმსახურებს.

"ბოლო მატჩებში ენდი, უბრალოდ, ბრწყინვალედ გამოიყურება. ინგლისის თასის ფინალში მისმა გამოჩენამ ჩვენი თამაში შეცვალა. გუნდური თამაში გაგვიუმჯობესდა, მეტოქის კართან უფრო მეტი მომენტების შექმნა დავიწყეთ. ვფიქრობ, ბოლო ორი-სამი თვის განმავლობაში ენდი ფანტასტიკურ ფორმაში იმყოფება. ჩემი აზრით, ის ინგლისის ნაკრებში ადგილს იმსახურებს", - აღნიშნა ჯერარდმა.

23 წლის კეროლმა ბოლო ხუთ შეხვედრაში სამი გოლის გატანა შეძლო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული