შეგახსენებთ, რომ მოქმედი შეთანხმება მანჩინისა და "სიტის" შორის 2013 წლამდეა გათვლილი.
როგორც Goal.com იუწყება, იტალიელ სპეციალისტს ახალი წინადადებით პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე მიმართავენ. რაც მთავარია, ხელშეკრულებაში ჩაიდება სოლიდური ფინანსური პირობა - დაახლოებით 6,2 მლნ ევრო წელიწადში (ამჟამინდელით, 4,3 მლნ).
თავის მხრივ მანჩინი "ქალაქელებთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ჯერ კიდევ დეკემბერში საუბრობდა და აცხადებდა, რომ "სიტისთან" თანამშრომლობის ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად კონტრაქტის კიდევ 2 წლით გაგრძელებას მიიჩნევდა.