დიდიე დროგბა ლონდონის "ჩელსის" აღარ სჭირდება

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ხელმძღვანელობა თავდამსხმელ დიდიე დროგბასთან გამომშვიდობებას აპირებს.

ასე რომ, თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, კოტდივუარელი "არისტოკრატთა" გუნდს ბოლოჯერ მიუნხენის "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაეხმარება.

34 წლის ფეხბურთელს ძალიანაც უნდოდა ლონდონელებთან ორწლიანი კონტრაქტის გაფორმება, მაგრამ "ჩელსის" ხელმძღვანელობას სხვა გეგმები აქვს - გუნდის ესპანელ ფორვარდ ფერნანდო ტორესზე აგებას გეგმავს.

რაც შეეხება დროგბას, მას რამდენიმე სარფიანი წინადადება ჩინური კლუბებისგან აქვს.

მომზადებულია Mirror-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული