ჯონ ტერი: ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებ

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" კაპიტანი ჯონ ტერი იმედოვნებს, რომ ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს.

ინგლისის ნაკრების ახალი თავკაცი როი ჰოჯსონი ტერისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი რიო ფერდინანდის ურთიერთობებით ძალიან შეწუხებულია. არსებობს ვარიანტი, რომ ტურნირზე მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი წავა. ტერი რიოს ძმის - "ქუინზ პარკ რეინჯერსის" მოთამაშის, ანტონ ფერდინანდის მისამართით რასისტულ შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს.

"იმედი მაქვს, ნაკრებში გამომიძახებენ და ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებ. ჩემი ქვეყნის დროშას ყოველთვის დავიცავ", - აღიარა 31 წლის ტერიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული