ალექს ფერგიუსონი: "მანჩესტერ სიტის" შეცდომის იმედი მაქვს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა ინგლისის პრემიერლიგის 38-ე ტურის წინ იმედი გამოთქვა, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მათი მთავარი მეტოქე "მანჩესტერ სიტი" ქულებს დაკარგავს.

შეგახსენებთ, რომ ახლა მანჩესტერულ გუნდებს 86 ქულა აქვთ, მაგრამ გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობით რობერტო მანჩინის შეგირდები ლიდერობენ.

"რაც ჩვენზეა დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებთ. იმედი მაქვს, რომ "სიტი" სულელურ შეცდომას დაუშვებს", - განაცხადა ფერგიუსონმა.

მიმდინარე სეზონის ბოლო ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" "სანდერლენდთან" სტუმრად ითამაშებს, "სიტი" კი შინ ქპრ-ს მიიღებს.

მომზადებულია АР-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული