თუ "ქუინზ პარკ რეინჯერსი" პრემიერლიგაში დარჩება, მარკ ჰიუზი მილიონ ევროს მიიღებს

AutoSharing Option
"ქუინზ პარკ რეინჯერსის" მთავარი მწვრთნელი მარკ ჰიუზი ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობისგან 1 მილიონ ევროს მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ გუნდს ინგლისის პრემიერლიგაში ადგილს შეუნარჩუნებს.

ფინიშამდე ტურით ადრე ქპრ მე-17 ადგილს იკავებს. ბოლო ტურში გუნდს გასვლაზე "მანჩესტერ სიტისთან" თამაში ელის. "ბოლტონი", რომელიც ქპრ-ს ორი ქულით ჩამორჩება, სტუმრად "სტოკ სიტის" ეთამაშება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული