"პენსიონერებმა" (ეს სახელი ლონდონელებს ბოლო პერიოდში შეერქვათ) "ენფილდზე" ექსპერიმენტული შემადგენლობა გაიყვანეს და პრინციპულ მეტოქესთან განადგურებაც დიდწილად ამის ბრალი იყო.
რაც შეეხება ბოლო ტურის შეხვედრას, მას მხოლოდ და მხოლოდ მოსამზადებელი ფუნქცია ექნება. "ჩელსის" 19 მაისს "ბაიერნთან" სეზონის უმთავრესი თამაში ელის მიუნხენის "ალიანს არენაზე".
რაც შეეხება "ბლექბერნს", სტივ კინის გუნდმა მთელი სეზონის განმავლობაში წვალების შემდეგ წინა ტურში განუტევა სული და პრემიერლიგიდან გავარდა. ასე რომ, "სტემფორდ ბრიჯზე" ის
მას მერე, რაც "ნიუკასლმა" მე-4 ადგილზე გადაინაცვლა და ჩემპიონთა ლიგის ფავორიტად გამოაცხადა თავი, ზედიზედ ორჯერ წააგო. "უიგანთან" 0:4 და "მანჩესტერ სიტისთან" 0:2. "კაჭკაჭებს" ჯერ კიდევ აქვთ შანსი, რათა ამ ტურნირში მოხვდნენ. პირველ რიგში მათ "გუდისონ პარკზე" გამარჯვება მართებთ. რაც რთული ამოცანაა, მაგრამ არა შეუძლებელი.
"ევერტონს", თავის მხრივ, 3 ქულის აღება და პირველად ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში "ლივერპულის" გადასწრება აქვს ჩაფიქრებული. არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ საჩემპიონო რბოლის მონაწილეების შემდეგ ეს მატჩი გულშემატკივართა ყველაზე დიდ ინტერესს მიიპყრობს. ფავორიტის დასახელებისგან თავს შევიკავებთ.
"ნორვიჩმა" ბოლო ტურში "არსენალთან" გასვლაზე ფრედ ითამაშა და "ნიუკასლსა" და "ტოტენჰემს" ჩემპიონთა ლიგაში პირდაპირ გამსვლელი მესამე ადგილის დაკავების შანსი შეუნარჩუნა. ამჯერად პოლ ლამბერტის გუნდს უმოტივაციო "ასტონ ვილასთან" მოუწევს შერკინება და თუკი ბუკმეიკერებს ვენდობით, თამაშის მოგების მეტი შანსი აქვს. პრინციპში ეს ერთ-ერთი ის თამაშია, სადაც გუნდებს სერიოზული სატურნირო ამოცანებთან ჭიდილი არ უწევთ.
"ბოლტონს" ცალი ფეხი ჩემპიონშიპში უდგას. ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად მას "ბრიტანიაზე" 3 ქულის აღება მართებს და პარალელურად "ეტიჰადზე" "ქუინზ პარკის" მარცხს უნდა დაელოდოს. უკანასკნელი რომ ოუენ კოილის გუნდის სასარგებლოდ დასრულდება, იოლი სავარაუდოა, მაგრამ თავად რამდენად შესწვდება "მის წილ" 3 ქულას, ეს სხვა საქმეა. თავად განსაჯეთ, მიმდინარე სეზონში "სტოკმა" შინ ჩატარებულ 18 შეხვედრაში მხოლოდ 4 მარცხი იწვნია.
"ტოტენჰემს" შეუძლია დედაქალაქური დერბის მოგება და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება. საამისოდ მას "ფულჰემის" დამარცხება მართებს. თუკი "არსენალმა" წაიბორძიკა, 13 მაისს გასამართი თამაშის შემდეგ "დეზებმა" შეიძლება სულაც პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე ამოყონ თავი. მაგრამ... არც ისაა გამორიცხულია, რომ მე-4 ადგილზე გასვლის მიუხედავად მაინც ლიგის მიღმა დარჩეს.
ამის თაობაზე ჩვენი გაზეთი უკვე წერდა - "ჩელსის" მიერ 19 მაისს ლიგის მოგების შემთხვევაში მას მომდევნო გათამაშების საგზური პირდაპირ გადაეცემა.
"ფულჰემზე" კი იმის თქმა შეიძლება, რომ გუნდი აბსოლუტურად უმოტივაციოა და არ გვგონია, "უაით ჰარტ ლეინზე" თუნდაც ქულის აღების დიდი შანსი ჰქონდეს.
სეზონის აღმოჩენად შერაცხული "სუონსი" "ლიბერთი სტედიუმზე" "ლივერპულს" მასპინძლობს. სტუმრებს ჩემპიონატში ერთადერთი ამბიცია აქვთ - ჩემპიონატი "ევერტონზე" მაღლა უნდა დაასრულონ, რათა "ლურჯებს" დაცინვის უფლება არ მისცენ. ჩვენი აზრით, "წითლებს" გაუჭირდებათ 3 ქულის აღება.
"ჰოუტორნსზე" "არსენალს" დიადი და ნათელი ამოცანა აქვს - 3 ქულა უნდა აიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის შეიძლება სულაც ლიგის მიღმა აღმოჩნდეს. ინგლისის ნაკრების ახლად დანიშნულ მთავარ მწვრთნელ როი ჰოჯსონს, ბუნებრივია, საკუთარ გულშემატკივართან დადებით განწყობაზე ენდომება გამოთხოვება.
"უიგანმა" ბოლოს წინა ტურშიღა გაინაღდა მომდევნო სეზონში ელიტაში დარჩენა და ეს უშუალო კონკურენტის არენა "ივუდ პარკზე" გააკეთა.
ამჯერად DW-ზე მათ უკვე დაქვეითებული "ვულვზის" წინააღმდეგ მოუწევთ თამაში და ვფიქრობთ, რობერტო მარტინესის გუნდს არ გაუჭირდება 3 ქულის აღება. აქვე გეტყვით, რომ "მგლების" ხელმძღვანელობამ მომდევნო სეზონისთვის გუნდის საჭე "კიოლნის" ყოფილ თავკაც სტოლე სოლკბაკენს ჩააბარა.
ორი მანჩესტერი, ორი მატჩი, ერთი ტიტული...
ბოლოსთვის მანჩესტერული გრანდების თამაშები შემოვინახეთ. "სტედიუმ ოფ ლაითზე" ჩატარებული მატჩებიდან "ეშმაკებს" ბოლო წლებია დადებითის მეტი არაფერი ახსენდებათ. ბოლო 7 სტუმრობიდან სერ ალექს ფერგიუსონის გუნდმა 5 მოიგო და 2-ჯერ ფრედ ითამაშა.
თუ ამ დადებით დინამიკას გავითვალისწინებთ, შეიძლება ვთქვათ, რომ "იუნაიტედს", წესით, არც 13 მაისს უნდა გაუჭირდეს დადებითი შედეგის მიღწევა. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ "შავი კატების" დამრიგებელი მარტინ ო’ნილია, ჩრდილოირლანდიელს კი ძალიან უყვარს ხოლმე სიურპრიზები. ასე მოიქცა ის "ეტიჰადზეც" როცა "სიტიმ" მიმდინარე სეზონში შინ ქულები პირველად დაკარგა.
"მანჩესტერ სიტის" ამოცანა ძალიან მარტივია - 3 ქულა უნდა მოიპოვოს. ასეთ შემთხვევაში "ქალაქელები" პირველად ბოლო 44 წლის განმავლობაში ინგლისის ჩემპიონატს მოიგებენ. ეს სათქმელად უფრო იოლია, ვიდრე შესასრულებლად, მით უფრო მაშინ, როცა "სიტის" ის გუნდი სტუმრობს, რომელსაც წაგების შემთხვევაში ელიტიდან დაქვეითება ემუქრება.
კლუბის ხელმძღვანელობა მარკ ჰიუზს მიზნის მიღწევის შემთხვევაში პრემიის სახით 1 მილიონ ფუნტს გამოუწერს. დაჯილდოვდებიან თავად ფეხბურთელებიც. ასე რომ, "ქალაქელებს" წინასწარ ჩემპიონად ნურავინ გამოაცხადებს.
ინგლისი. პრემიერლიგა. ბოლო ტური
13 მაისი
ჩელსი-ბლექბერნი 18:00
ტრავმა: ლუისი, კეჰილი, მიკელი - გრელა, ჟივე, ს. დანი, ჰენლი, სალგადო
ევერტონი-ნიუკასლი 18:00
ტრავმა: ნევილი, ბეინსი, გიბსონი, ანიჩებე, როდუელი - ტეილორი, გატრი, ამეობი, ვუკჩიჩი, სიმპსონი, ლოვენკრანდსი
მანჩესტერ სიტი-ქუინზ პარკი 18:00
ტრავმა: ჰელგუსონი, დაიერი, დიაკიტე, ფორლინი (ქპრ)
ნორვიჩი-ასტონ ვილა 18:00
ტრავმა: ტირნი, აიალა, უაიტბრედი, დრური, ჰატონი - დელფი, პეტროვი, ოლბრაიტონი, ვაიმანი, ჰესკი, აგბონლაჰორი, ბენტი
სტოკი-ბოლტონი 18:00
ტრავმა: პენანტი, სიდიბე, დიაო, უილკინსონი - მუამბა, სტეინსონი, ჰოლდენი, გარდნერი, პრეტლი, უიტერი, მირსი
სანდერლენდი-მანჩესტერ იუნაიტედი 18:00
ტრავმა: უიკჰემი, ანხელერი, რიჩარდსონი, ლარსონი, ბრაუნი - ფერდინანდი, ევანსი, პოგბა, მაკედა, ოუენი, ანდერსონი, სმოლინგი, ფლეტჩერი, ვიდიჩი, უელბეკი
სუონსი-ლივერპული 18:00
ტრავმა: ორლანდი, აგუსტინი, ბოდე - ლეივა, ადამი
ტოტენჰემი-ფულჰემი 18:00
ტრავმა: ჰადლსტოუნი, დოუსონი, გომესი, კრანჩარი, ასუ-ეკოტო - რუისი, სიდუელი, გრიგერა, ჯონსონი, დევისი
დისკვალიფიკაცია: როუზი (ტოტ)
ვესტ ბრომვიჩი-არსენალი 18:00
ტრავმა: ოდემვინგე, რიდი, გერა - ფრიმპონგი, მერტეზაკერი, არტეტა, უოლკოტი, დიაბი, სანია, უილშირი
უიგანი-ვულვერჰემპტონი 18:00
ტრავმა: ბასონგი, ფოლი, კრედოკი, ბერა, კაიტლი, ჰენესი, ო’ჰარა, ჯარვისი, დევისი (ვულვ)
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. სიტი 37 27 5 5 90-27 86
2. იუნაიტედი 37 27 5 5 88-33 86
3. არსენალი 37 20 7 10 71-47 67
4. ტოტენჰემი 37 19 9 9 64-41 66
5. ნიუკასლი 37 19 8 10 55-48 65
6. ჩელსი 37 17 10 10 63-45 61
7. ევერტონი 37 14 11 12 47-39 53
8. ლივერპული 37 14 10 13 47-39 52
9. ფულჰემი 37 14 10 13 48-49 52
10. ვესტ ბრომვიჩი 37 13 8 16 43-49 47
11. სანდერლენდი 37 11 12 14 45-45 45
12. სუონსი 37 11 11 15 43-51 44
13. ნორვიჩი 37 11 11 15 50-66 44
14. სტოკ სიტი 37 11 11 15 34-51 44
15. უიგანი 37 10 10 17 39-60 40
16. ასტონ ვილა 37 7 17 13 37-51 38
17. ქუინზ პარკი 37 10 7 20 41-63 37
18. ბოლტონი 37 10 5 22 44-75 35
19. ბლექბერნი 37 8 7 22 47-76 31
20. ვულვზი 37 5 10 22 38-79 25
ბომბარდირები
30 - რობინ ვან პერსი (არსენალი); 26 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი); 22 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), 17 - კლინტ დემპსი (ფულჰემი); 16 - დემბა ბა (ნიუკასლი), ემანუელ ადებაიორი (ტოტენჰემი) იაკუბუ აიგბენი (ბლექბერნი); 14 - გრანტ ჰოლტი (ნორვიჩი); 13 - ედინ ჯეკო, მარიო ბალოტელი (ორივე მანჩესტერ სიტი), პაპის დემბა სისე (ნიუკასლი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"