შეგახსენებთ, რომ "სიტის" და "იუნაიტედს" ერთნაირი რაოდენობის ქულები აქვთ, თუმცა რობერტო მანჩინის შეგირდებს გატანილი და გაშვებული გოლების სხვაობის მიხედვით უპირატესობა აქვთ.
ორივე გუნდის გამარჯვების შემთხვევაში სერ ალექს ფერგიუსონის ფეხბურთელებს ჩემპიონობისთვის 9 გოლით მეტის გატანა დასჭირდება.
"იმედი არ უნდა დავკარგოთ. ბოლო მომენტამდე უნდა ვიბრძოლოთ. გასაგებია, რომ "სიტი" ფავორიტია, მაგრამ ქპრ გადარჩენისთვის და პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.
თუ ქპრ დადებით შედეგს მიაღწევს, "იუნაიტედის" გულშემატკივართა უზარმაზარი არმია "რეინჯერსისთვის" იბრძოლებს. თუ
მაგრამ მოდით მატჩის დასრულებას დაველოდოთ", - აღნიშნა ეკვადორელმა.