პრემიერლიგა. XXXVIII ტური: ქალაქის ტრიუმფი

AutoSharing Option
ვიდეო
გუშინდელი საღამოს მთავარი ინტრიგა მანჩესტერის "ეტიჰადზე" განვითარდა. "მანჩესტერ სიტის", ერთი შეხედვით, მარტივი ამოცანა ჰქონდა - "ქუინზ პარკი" უნდა დაემარცხებინა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი არც ისე იოლი ყოფილა.

ლონდონელებმა, რომელთაც ელიტიდან გავარდნის რეალური საფრთხე ემუქრებოდათ, წარმოუდგენელი თავდადებით ითამაშეს და 90-ე წუთამდე იმ არენაზე იგებდნენ, სადაც წელს მასპინძლებს ჩემპიონატში 18 შეხვედრაში ერთადერთი ფრე ჰქონდათ ნათამაშები. ფეხბურთში, ზოგადად, სასწაულები იშვიათად ხდება.

ასეთი რამ კი "ეტიჰადზე" წელს საერთოდ არ მომხდარა. მარკ ჰიუზის გუნდმა საბოლოოდ მაინც შეძლო პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნება. არადა, თამაშის მიმდინარეობისას იყო მომენტი,
როცა პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში უშუალოდ კონკურენტმა "ბოლტონმა" ანგარიში წაიყვანა, რაც ქუინზპარკელთათვის კატასტროფას ნიშნავდა.

სჯობს ამით აუტსაიდერებზე ლაპარაკს მოვრჩეთ და გუშინდელი საღამოს ტრიუმფატორებზე მოგითხროთ.

ბალოტელი, აგუერო... გოოლ!!!
"სიტის" თამაშში ნევროზული ფონი იოლად იკითხებოდა. მიუხედავად კოლოსალური უპირატესობისა, გუნდი დროის უმეტეს ნაწილს ბურთის აქეთ-იქით გორებაში ატარებდა. ხშირად იყო, როცა თანაგუნდელები ერთმანეთს პასს პასისთვის უკეთებდნენ და არა იმისთვის, რომ როგორმე სიტუაცია გაემწვავებინათ.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ "ეტიჰადზე" გუშინ ორმა ფეხბურთელმა უღალატა თავის გუნდს.

პირველად ეს ჯოლეონ ლესკოტმა გააკეთა, როცა დამწყები ფეხბურთელივით ითამაშა და ჯიბრილ სისე ჯო ჰარტთან პირისპირ დატოვა. ვეტერანმა ფრანგმა მომენტით მშვენივრად ისარგებლა და ანგარიში გახსნა.

თუმცა ბედშავი ლესკოტი საბოლოოდ თანაგუნდელებმა იხსნეს სირცხვილისგან. აი, როგორ აპირებს ჯოი ბარტონი თავისი საქციელის ახსნას, ვერაფერს გეტყვით. ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთმა უმთავრესმა სკანდალისტმა ჯერ კარლოს ტევესს მოუქნია იდაყვი, მას მერე კი, რაც წითელი ბარათი უჩვენეს, სერხიო აგუეროსაც გაუმასპინძლდა ზუსტად ისეთი ილეთით, ჯონ ტერიმ რომ შემოგვთავაზა "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში.

გზად გასახდელისკენ კინაღამ ხელჩართული ჩხუბი გაიმართა ბარტონსა და მარიო ბალოტელის შორის. ყოველივემ მოედანზე სიტუაცია ძალიან დაძაბა. 66-ე წუთზე სტადიონზე დუმილი ჩამოწვა. რიცხობრივ უმრავლესობაში მყოფმა "სიტიმ" გოლი გაუშვა.

"ქალაქელებმა" მეტოქის კარისკენ ქაოსური შეტევების ორგანიზება დაიწყეს. როცა საქმე კარში დარტყმამდე მიდიოდა, დიდებულად თამაშობდა 33 წლის პედი კენი. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მაყურებელს თითქოს უკვე აღარაფრის იმედი ჰქონდა, მაგრამ ზემოთაც ხომ ვთქვი, აწ უკვე დასრულებულ სეზონში "ეტიჰადზე" სასწაულები არ მომხდარა-მეთქი.

კუთხურის გათამაშების შემდეგ ედინ ჯეკომ თავზე ბრძოლა ყველას მოუგო. სტუმართა მეკარე ამ შემთხვევაში უკვე უძლური იყო.

"სიტის" გამარჯვების მოსაპოვებლად კიდევ 3 წუთი ჰქონდა, მაგრამ მორალურად გატეხილ "ქუინზ პარკთან" მას ამდენი უკვე აღარ დასჭირვებია. საჯარიმოს სიახლოვეს წაქცეულმა მარიო ბალოტელიმ მაინც შეძლო სერხიო აგუეროს მისამართით პასის გაკეთება. არგენტინელს ახლოდან გატანა აღარ გასჭირვებია.

რა ხდებოდა საფინალო სასტვენის შემდეგ, შეგიძლიათ თავად წარმოიდგინოთ. "ეტიჰადის" მინდორი მოზეიმე გულშემატკივრებითა და კლუბის უსაფრთხოების თანამშრომლებით გადაივსო, რომელთაც "სიტის" ვარსკვლავები სათითაოდ გაჰყავდათ მოედნიდან.

გარკვეულწილად საზეიმოდ ჰქონდა საქმე "ქუინზ პარკსაც", რადგან "ბოლტონმა" "სტოკთან" მხოლოდ ქულა აიღო, რისი წყალობითაც დედაქალაქელები პრემიერლიგაში დარჩნენ, მაგრამ მათი სიხარული, აბა, აქ რა მოსატანია?

"უბრალოდ, დაუჯერებელია. ის, რომ ასეთი რთული გამარჯვება მოვიპოვეთ, ამ წუთამდე არ მჯერა. მსგავსი დასასრული ჯერ არასდროს მინახავს. ჩვენ დამარცხებას არ ვიმსახურებდით, რადგან უამრავი მომენტი შევქმენით.

აბსოლუტურად ლოგიკურად მიმაჩნია ის, რომ დღევანდელ მატჩშიც გავიმარჯვეთ და საერთოდ, ჩემპიონატშიც.

გუნდის გულშემატკივრებისთვის ფანტასტიკური მომენტია, ისინი ხომ საყვარელი კლუბის ტრიუმფს 44 წელიწადი ელოდნენ. ზოგადად, მთელი სეზონიც გიჟური გამოვიდა და მისი ბოლო წუთებიც.

ახლა შემიძლია ვთქვა, რომ "არსენალთან" წაგებამ გამოგვაფხიზლა. ამის შემდეგ ფეხბურთელები განსაკუთრებულ ფსიქოლოგიურ წნეხს უკვე აღარ გრძნობდნენ. ჩვენ გვჯეროდა, რომ თუკი მანჩესტერულ დერბის 2-3-ქულიანი ჩამორჩენით შევხვდებოდით, ჩემპიონობის შანსი აუცილებლად მოგვეცემოდა.

ასე იყო იმ მომენტშიც კი, როცა "იუნაიტედთან" ჩამორჩენამ 8 ქულას მიაღწია," - განაცხადა მატჩის შემდეგ "სიტის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ.

სერმა სიტის მიულოცა
"სტედიუმ ოფ ლაითზე" "მანჩესტერ იუნაიტედმა" თავისი წილი 3 ქულა ალალად დაიმსახურა, მაგრამ რაკი "ეშმაკები" "სიტის" შედეგზე იყვო დამოკიდებული, თამაშის შემდეგ მის ბანაკში სამგლოვიარო განწყობა სუფევდა.

რა შეიძლება ითქვას? სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდები საბოლოო შედეგში მხოლოდ საკუთარ თავს თუ დაადანაშაულებენ. ასეთ გამოცდილ გუნდს 8-ქულიანი უპირატესობის განიავება არ ეპატიება. "არავინ ელოდა, თუკი სიტუაცია ასე განვითარდებოდა. ყველანი "სიტის" მოგებას ელოდნენ.

ნახევარი საათის განმავლობაში ისინი რიცხვნაკლულ მეტოქეს ვერაფერს აკლებდნენ, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მაინც იმარჯვეს.

"სიტის" გულწრფელად ვულოცავ ჩემპიონობას. დაუმსახურებლად პრემიერლიგას ვერავინ მოიგებს, რადგან გზა ტრიუმფამდე ძალიან გრძელი და რთულია.

დღეს ჩემმა შეგირდებმა კარგად ითამაშეს. გუნდის გამოსვლით კმაყოფილი ვარ. 89 ქულა საჩემპიონო შედეგია. რას ვიზამთ, როგორც ჩანს, ახლა ჩვენი ჯერი არ იყო," - განაცხადა ფერგიუსონმა BBC-ის ეთერში.

პრემიერლიგა. XXXVIII ტური

ჩელსი-ბლექბერნი 2:1
ჩელსი (4-3-3): ტერნბული - ბერტრანდი, ტერი, ივანოვიჩი, ჰატჩინსონი (69. ტორესი) - მალუდა (44. ფერეირა), ესიენი, მეირელეში - სტარიჯი, ლუკაკუ (54. დროგბა), რამირესი
ბლექბერნი (4-4-2): კინი - მარტინ ოლსონი, ჟივე, ს. დანი, ა. ჰენლი - ფორმიკა (46. მორისი), ლოუი, პედერსენი (70. როჩინა), მარკუს ოლსონი - იაკუბუ (75. გუდვილი), ჰოილეტი
გოლები: 1:0 ტერი (31), 2:0 მეირელეში (34), 2:1 იაკუბუ (60)
გაფრთხილება: ბერტრანდი
კარში დარტყმა: 16-6(4-3), კუთხური: 3-2, ჯარიმა: 14-6, თამაშგარე: 3:2 ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 40 742

ევერტონი-ნიუკასლი 3:1
ევერტონი (4-4-1-1): ჰოვარდი - ბეინსი, ჰეიტინგა (70. დისტენი), იაგიელკა, ჰიბერტი - პიენაარი, გიბსონი, ნევილი (74. ტ. კეჰილი), ოსმანი - ფელაინი - იელავიჩი (83. სტაკუალურსი)
ნიუკასლი (4-4-2): კრული - პერჩი (46. მარვო), უილიამსონი, კოლოჩინი, სანტონი (46. რ. ტეილორი) - ბენ-არფა, კაბაი, ტიოტე (82. ამეობი), ხონასი - ბა, სისე
გოლები: 1:0 პიენაარი (16), 2:0 იელავიჩი (27), 3:0 ჰეიტინგა (65), 3:1 ჰიბერტი (73 ს.კ-ში)
გაფრთხილება: ჰეიტინგა, ბეინსი - ტიოტე
კარში დარტყმა: 14-8(10-3), კუთხური: 4-3, ჯარიმა: 15-16, თამაშგარე: 2:2 ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 39 517

მანჩესტერ სიტი-ქუინზ პარკი 3:2 (იხილეთ ვიდეო)
მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი - კლიში, ლესკოტი, კომპანი, საბალეტა - ბერი (69. ჯეკო), ი. ტურე (45. დე იონგი) - ნასრი, ტევესი (75. ბალოტელი), დ. სილვა - აგუერო
ქუინზ პარკი (4-4-2): კენი - ონუოჰა, ა. ფერდინანდი, ჰილი, ტაივო - მაკი, დერი, ბარტონი, რაიტ-ფილიპსი - ზამორა (76. ბოტროიდი), ჯ. სისე (59. ა. ტრაორე)
გოლები: 1:0 საბალეტა (39), 1:1 ჯ. სისე (48), 1:2 მაკი (66), 2:2 ჯეკო (90+1), 3:2 აგუერო (90+3)
გაფრთხილება: აგუერო - ბოტროიდი
გაძევება: - ჯ ბარტონი (55)
კარში დარტყმა: 21-3(14-3), კუთხური: 19-0, ჯარიმა: 4-6, თამაშგარე: 1:1 ბურთის ფლობა: 80%-20%
მაყურებელი: 48 000

ნორვიჩი-ასტონ ვილა 2:0
ნორვიჩი (4-3-3): რუდი - ლაპინი, რ. ბენეტი, მარტინი, ნაუტონი - ე. ბენეტი, ბ. ჯონსონი, ჰოუსონი (77. კროფტსი) - ჯექსონი (69. უილბრეჰემი), ჰულაჰანი, ჰოლტი (69. მორისონი)
ასტონ ვილა (4-4-2): გივენი - კუელიარი (66. გარდნერი), კოლინსი, რ. დანი, ლიშაი - უორნოკი (81. ბეიკერი), კლარკი, ჰერდი (46. ბენანი), აირლანდი - აგბონლაჰორი, ჰესკი
გოლები: 1:0 ჰოლტი (8), 2:0 ჯექსონი (21)
გაფრთხილება: ჰოლტი - კლარკი, აირლანდი
კარში დარტყმა: 17-9(10-5), კუთხური: 9-6, ჯარიმა: 8-11, თამაშგარე: 3:3 ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 26 803

სტოკი-ბოლტონი 2:2
სტოკი (4-4-2): სორენსენი - ჰუთი, აპსონი (64. შოტონი), შოუკროსი, უილკინსონი - ეთერინგტონი, უაიტჰედი, უელანი, უოლტერსი - ფულერი (52. ჯერომი), კრაუჩი
ბოლტონი (4-4-2): ბოგდანი - ბოაიტა, ნაიტი, რიმი, რიკეტსი - იგლსი (81. ლი), მ. დევისი, რეო-კოკერი, მ. პეტროვი - კლასნიჩი (69. ნგოგი), კ. დევისი (83. სორდელი)
გოლები: 1:0 უოლტერსი (13), 1:1 მ. დევისი (40), 1:2 კ. დევისი (45), 2:2 უოლტერსი (77-პენ)
გაფრთხილება: ჰუთი - რიკეტსი
კარში დარტყმა: 12-17(8-8), კუთხური: 5-9, ჯარიმა: 10-4, თამაშგარე: 2:2 ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 27 789

სანდერლენდი-მანჩესტერ იუნაიტედი 0:1
სანდერლენდი (4-4-2): მინიოლე - ოში (43. ელმოჰამადი), ტერნერი, ბრამბლი, ბერდსლი (62. ბრიჯი) - კ. გარდნერი, დ. ვონი (74. უიკჰემი), კოლბეკი, მაკლინი - სესინიონი, კემპბელი
მანჩესტერ იუნაიტედი (4-5-1): დე ხეა - ფ. ჯონსი, ევანსი, რ. ფერდინანდი, ევრა - კერიკი, სქოულზი, გიგზი, ვალენსია, ე. იანგი (82. ნანი) - რუნი
გოლი: 0:1 რუნი (20)
გაფრთხილება: კემპბელი, ბერდსლი, ტერნერი - ჯონსი, გიგზი, სქოულზი
კარში დარტყმა: 5-15(3-9), კუთხური: 1-9, ჯარიმა: 14-11, თამაშგარე: 0:0 ბურთის ფლობა: 35%-65%
მაყურებელი: 46 452

სუონსი-ლივერპული 1:0
სუონსი (4-3-3): ვორმი - რანხელი, კოლკერი, უილიამსი, ნ. ტეილორი - ალენი, სიგურდსონი (89. გოუერი), ბრიტონი - ნ. დაიერი (79. რუტლეჯი), გრემი, სინკლერი
ლივერპული (4-4-2): დონი - მ. კელი, კარაგერი, აგერი, გ. ჯონსონი - მ. როდრიგესი (73. კუიტი), ჰენდერსონი, შელვი, დაუნინგი (61. ბელამი) - სუარესი, კეროლი
გოლი: 1:0 გრემი (86)
გაფრთხილება: უილიამსი - კეროლი
კარში დარტყმა: 7-11(3-5), კუთხური: 6-5, ჯარიმა: 7-6, თამაშგარე: 1:0 ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 20 605

ვესტ ბრომვიჩი-არსენალი 2:3
ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): ფულოპი - ბ. ჯონსი, მაკოლი, ოლსონი, რიჯუელი - კოქსი (74. ოდემვინგე), მორისონი (52. ენდრიუსი), მულუმბუ, დორანსი (79. შარნერი) - ფორჩუნი, ლონგი
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - ა. სანტოსი (80. რემსი), ვერმალენი, ჯენკინსონი, კოშელნი - სონგი, კოკლენი - ბენაიუნი, როსიცკი (46. უოლკოტი), ჟერვინიო (67. გიბსი) - ვან პერსი
გოლები: 0:1 ბენაიუნი (4), 1:1 ლონგი (12), 2:1 დორანსი (15), 2:2 სანტოსი (30), 2:3 კოშელნი (55)
გაფრთხილება: - ვან პერსი
კარში დარტყმა: 8-7(5-3), კუთხური: 9-5, ჯარიმა: 11-11, თამაშგარე: 3:3 ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 26 358

ტოტენჰემი-ფულჰემი 2:0
ტოტენჰემი (4-4-2): ფრიდელი - უოლკერი (50. ნელსენი), გალასი, კაბული (76. სმიტი), ბეილი - ლენონი, ლივერმორი, სანდრო, მოდრიჩი - ვან დერ ვაარტი (60. დეფო), ადებაიორი
ფულჰემი (4-3-3): შვარცერი, ს. კელი, ჰიუზი, ჰანგელანდი, რიისე - მ. დიარა, დ. მერფი (67. კასამი), დემბელე - დაფი, პოგრებნიაკი, ფრეი
გოლები: 1:0 ადებაიორი (2), 2:0 დეფო (63)
გაფრთხილება: - ჰანგელანდი, მერფი
კარში დარტყმა: 12-7(5-5), კუთხური: 9-3, ჯარიმა: 8-10, თამაშგარე: 0:3 ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 36 256

უიგანი-ვულვერჰემპტონი 3:2
უიგანი (5-3-2): ალ-ჰაბსი - პისკუ, კოლდუელი, ფიგეროა, ბოისი, მაკარტი - მაკარტური, ბოსეჟური, მოზესი (57. კრუსატი) - დი სანტო (78. როდალიეგა), მელონი (82. გომესი)
ვულვერჰემპტონი (4-4-2): დე ვრისი (51. იკემე) - ზუბარი, სტირმენი, ბერა, ს. უორდი - ჯარვისი, ჰენრი, ედვარდსი, ჰანტი (59. ფორდი) - ებანს-ბლეიკი (75. ს. ფლეტჩერი), დოილი
გოლები: 0:1 ჯარვისი (9), 1:1 დი სანტო (12), 2:1 ბოისი (14), 3:1 ბოისი (79), 3:2 ს. ფლეტჩერი (86)
გაფრთხილება: პისკუ - სტირმენი, ბერა
კარში დარტყმა: 11-4(8-2), კუთხური: 9-2, ჯარიმა: 14-9, თამაშგარე: 1:0 ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 21 986

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. სიტი 38 28 5 5 93-29 89
2. იუნაიტედი 38 28 5 5 89-33 89
3. არსენალი 38 21 7 10 74-49 70
4. ტოტენჰემი 38 20 9 9 66-41 69
5. ნიუკასლი 38 19 8 11 56-51 65
6. ჩელსი 38 18 10 10 65-46 64
7. ევერტონი 38 15 11 12 50-40 56
8. ლივერპული 38 14 10 14 47-40 52
9. ფულჰემი 38 14 10 14 48-51 52
10. ვესტ ბრომვიჩი 38 13 8 17 45-52 47
11. სუონსი 38 12 11 15 44-51 47
12. ნორვიჩი 38 12 11 15 52-66 47
13. სანდერლენდი 38 11 12 15 45-46 45
14. სტოკ სიტი 38 11 12 15 36-53 45
15. უიგანი 38 11 10 17 42-62 43
16. ასტონ ვილა 38 7 17 14 37-53 38
17. ქუინზ პარკი 38 10 7 21 43-66 37
18. ბოლტონი 38 10 6 22 46-77 36
19. ბლექბერნი 38 8 7 23 48-78 31
20. ვულვზი 38 5 10 23 40-82 25

ბომბარდირები
30 - რობინ ვან პერსი (არსენალი); 27 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი); 23 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), 17 - კლინტ დემპსი (ფულჰემი), ემანუელ ადებაიორი (ტოტენჰემი), იაკუბუ აიგბენი (ბლექბერნი); 16 - დემბა ბა (ნიუკასლი); 15 - გრანტ ჰოლტი (ნორვიჩი); 14 - ედინ ჯეკო (მანჩესტერ სიტი), 13 - მარიო ბალოტელი (მანჩესტერ სიტი), პაპის დემბა სისე (ნიუკასლი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული