რობერტო მანჩინი: ცხოვრებაში მსგავსი არაფერი მინახავს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ "ქუინზ პარკთან" ანგარიშით 3:2 გამარჯვების შემდეგ, რამაც "ქალაქელებს" ინგლისის ჩემპიონობა მოუტანა, ემოციურად ისაუბრა:

"ჩვენ სატურნირო ცხრილის კენწეროში 20 ტურის განმავლობაში ვიყავით. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩემპიონატის მოგებისთვის თავიდანვე ვიბრძოდით. ახლა "მანჩესტერ სიტის" წინ დიდი მომავალი აქვს".

შეგახსენებთ, რომ იტალიელი სპეციალისტის გაწვრთნილი გუნდი პრემიერლიგის სეზონის ბოლო მატჩში, 90-ე წუთისთვის ანგარიშით 1:2 მარცხდებოდა, მაგრამ არბიტრის კომპენსირებულ დროში ედინ ჯეკოსა და სერხიო აგუეროს გოლებმა "ქალაქელებს" გამარჯვება მოუტანა.

მანჩინიმ აღიარა, რომ აღნიშნულ თამაშში ბედის ჩარხის ასე შემობრუნება მანამდე
არასდროს უნახავს.

"ეს დაუჯერებელი იყო. მსგავსი ჩემს სიცოცხლეში არაფერი მინახავს.

წაგებას მართლა არ ვიმსახურებდით. უამრავი შანსი გვქონდა და ჩვენ გამარჯვებას მივაღწიეთ, როგორც ამ მატჩში, ისე მთლიანად ჩემპიონატში. ჩემმა ფეხბურთელებმა ტიტული დაიმსახურეს.

44 წლის შემდეგ ჩემპიონობის მოგება - ეს, უბრალოდ, ფანტასტიკაა როგორც კლუბისთვის, ისე გულშემატკივრებისთვის. ეს იყო გიჟური სეზონი და გიჟური ბოლო წუთები", - თქვა მანჩინიმ და აღიარა, მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე ვერ წარმომედგინა, "სიტი" თუ გამარჯვებას შეძლებდაო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული