"ეს ჩემს კარიერაში მართლაც ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი იყო. ბოლო წუთზე გავიტანეთ და ტიტული მოვიგეთ. დარწმუნებული არ ვარ, რომ ასეთი რამ ისევ განმეორდება. ჩვენი მეტოქე გადარჩენისთვის იბრძოდა, თავს კარგად იცავდა და კონტრშეტევებზე თამაშობდა.
როდესაც საფინალო სასტვენი გაისმა, მოედანზე გულშემატკივრები გამოცვივდნენ. დამიჭირეს და მკოცნიდნენ. მესმოდა ფრაზა: "ჩვენ შენ გვიყვარხარ". თავს ბედნიერ ადამიანად ვგრძნობდი.
ამ კლუბში ტიტულების მოსაგებად და ისტორიაში ახალი ფურცლის ჩასაწერად მოვედი.