ჯოი ბარტონს 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

AutoSharing Option
ქპრ-ს ჰავბეკი ჯოი ბარტონი შესაძლოა სერიოზულად დაისაჯოს თავისი საქციელი გამო "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში.

შეგახსენებთ, რომ ბარტონი კარლოს ტევესს ეკამათებოდა. წითელი ბარათის მიღების შემდეგ კი სერხიო აგუეროს მუხლი ჩაარტყა; მერე "ქალაქელების" კაპიტნის, ვენსან კომპანის პროვოცირებას ცდილობდა (იხილეთ ვიდეო).

ბარტონისთვის ეს წითელი ბარათი ჩემპიონატში რიგით მეორეა. ამიტომ ის ავტომატურად 4 შეხვედრას გამოტოვებს, თუმცა აგუეროსთან ინციდენტის გამო ბარტონმა შესაძლოა კიდევ 6-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღოს.

მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული