გარი ნევილი, რომელიც აქამდე Sky Sports-ის კომენტატორად მუშაობდა, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციასთან ოთხწლიანი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ "ლომების" სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა, რომელშიც რეი ლივინგტონი და რეი კლემენსიც შედიან.
"გარიმ მოთამაშის რანგში "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრებისთვის საკმაოდ ბევრი გააკეთა. მჯერა, რომ მისი უზარმაზარი გამოცდილება გამოგვადგება. ამასთან, ის საკმაოდ ახალგაზრდაა და მოთამაშეებში დიდი პატივისცემით სარგებლობს", - განაცხადა როი ჰოჯსონმა.
თავისი ახალი თანამდებობით ნევილიც აღტაცებულია: "როის წინადადებას მერყეობის გარეშე დავთანხმდი. ეს