"მანჩესტერ სიტის" რეკორდული მოგება

AutoSharing Option
75,19 მილიონი ევრო (60,6 მილიონი ფუნტი) - ზუსტად ეს თანხა დაიმსახურა "მანჩესტერ სიტიმ" პრემიერლიგის მატჩების ტელეტრანსლაციების წყალობით.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ინგლისის ჩემპიონატისთვის ეს რეკორდული მაჩვენებელია. პრემიერლიგა ტრანსლაციების შემოსავლებით მიღებული თანხების ნახევარს 20 კლუბს შორის თანაბრად ანაწილებს, რაც დაბალშემოსავლიანი ორგანიზაციების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

ეს წესი განსხვავდება ევროპის სხვა ელიტურ ლიგებში არსებული წესისგან, სადაც შემოსავლების დიდ ნაწილს წამყვანი კლუბები ინაწილებენ.

აი, რას ამბობს პრემიერლიგის აღმასრულებელი დირექტორი რიჩარდ სკუდემორი: "ჩვენ გვჯერა, რომ შემოსავლების განაწილების ჩვენებური კანონი პრემიერლიგელებს მაღალ დონეზე გამოსვლაში სერიოზულად
ეხმარება.

წელს, მაგალითად, ყოველ კლუბს 13,7 მილიონი ფუნტი შეხვდა ნაციონალური ტელეკომპანიებისგან და 18,7 მილიონი უცხოური მაუწყებლებისგან. ამას გარდა, ყოველი საფეხურისთვის კლუბებს 755 ათასი ფუნტი გადაეცათ, 570 ათასი ერგოთ მათი მონაწილეობით გადაცემული ყოველი ტელერეპორტაჟისთვის.

სწორედ ამის წყალობით მოხდა, რომ მეოთხეადგილოსანმა "ტოტენჰემმა" (57,4 მილიონი) მასზე ერთი ადგილით წინ მდგომ "არსენალს" (56,2 მილიონი) სატელევიზიო რეპორტაჟებისგან მიღებული შემოსავლებით აჯობა, რადგან მიმდინარე სეზონში "დეზების" 23 მატჩი გადაიცა პირდაპირ ეთერში, მაშინ, როცა გულშემატკივარმა "მეთოფეების" მხოლოდ 19 მატჩი იხილა ცოცხლად. ყველაზე მცირე თანხა, ამ მხრივ, "ვულვერჰემპტონს" ერგო (39,1 მილიონი)"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული