ხუან მატა: ლონდონის "ჩელსი" პრემიერლიგაში უფრო მეტს იმსახურებდა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველი ხუან მატა, რომლის გუნდსაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიუნხენის "ბაიერნთან" თამაში ელის, აცხადებს, რომ არ ეგონა, თუ თავიდანვე "ლურჯების" ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე გახდებოდა.

"საკუთარ თავში ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ მაინც არ ველოდი, რომ ასე ხშირად ვითამაშებდი და ინგლისის თასს მოვიგებდი. ჩვენ კიდევ ერთი ფინალი გველის და ეს სეზონი ჩემთვის უკვე განსაკუთრებულია.

რაც შეეხება გუნდს, პრემიერლიგაში რთული სეზონი გვქონდა. უფრო მეტს ვიმსახურებდით და სატურნირო ცხრილში უფრო მაღლა უნდა აღმოვჩენილიყავით, მაგრამ მხოლოდ მეექვსე ადგილზე გავედით.

თუმცა ჯერ კიდევ ერთი ტიტულის
მოგების შანსი გვაქვს და ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებამ შესაძლოა, ეს სეზონი საოცრებად აქციოს", - განაცხადა მატამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული