"მანჩესტერ სიტი" ედენ აზარს მოელაპარაკა

AutoSharing Option
"ლილის" ნახევარმცველი ედენ აზარი 20 მაისს თავის ამჟამინდელ კლუბში უკანასკნელ მატჩს ჩაატარებს, შემდეგი კვირიდან კი მისი "მანჩესტერ სიტიში" გადასვლა ოფიციალურად გაცხადდება.

ადრე იუწყებოდნენ, რომ 21 წლის ბელგიელი არჩევანს "ქალაქელებსა" და "იუნაიტედს" შორის აკეთებდა.

ინგლისის ჩემპიონები აზარს კვირაში ასი ათას ფუნტ სტერლინგს გადაუხდიან. ამასთან, "ლილი" ფულადი კომპენსაციის გარდა, ზაფხულში თავისი ახალი სტადიონის გახსნაზე "სიტისთან" ამხანაგური მატჩის გამართვის უფლებას მიიღებს.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული