შარშან "ჩელსი" მონდომებით ცდილობდა მოდრიჩის გადაბირებას, თუმცა ხორვატმა "ტოტენჰემში" დარჩენა გადაწყვიტა.
ამჟამად კი მოდრიჩის შეძენის სურვილი უკვე მანჩესტერულმა კლუბებმაც გამოთქვეს.
"ევროპის ჩემპიონატის დასრულებას დაველოდები, რის შემდეგაც მივიღებ გადაწყვეტილებას ჩემს მომავალზე.
მზად ვარ ვითამაშო მნიშვნელოვანსა და დიად მატჩებში", - თქვა მოდრიცმა.
მომზადებულია Nogometni Magazin-ის მიხედვით