ლუკა მოდრიჩის მომავალი ევრო 2012-ის შემდეგ გაირკვევა

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემის" ხორვატმა ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა განაცხადა, რომ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ევრო 2012-ის შემდეგ მიიღებს.

შარშან "ჩელსი" მონდომებით ცდილობდა მოდრიჩის გადაბირებას, თუმცა ხორვატმა "ტოტენჰემში" დარჩენა გადაწყვიტა.

ამჟამად კი მოდრიჩის შეძენის სურვილი უკვე მანჩესტერულმა კლუბებმაც გამოთქვეს.

"ევროპის ჩემპიონატის დასრულებას დაველოდები, რის შემდეგაც მივიღებ გადაწყვეტილებას ჩემს მომავალზე.

მზად ვარ ვითამაშო მნიშვნელოვანსა და დიად მატჩებში", - თქვა მოდრიცმა.

მომზადებულია Nogometni Magazin-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული