იაია ტურეს სხვა კლუბში გადასვლა სურს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველის, იაია ტურეს აგენტმა დმიტრი სელიუკმა განაცხადა, რომ მის კლიენტს სხვა კლუბში სურს გადასვლა.

"იაიამ "სიტიში" გააკეთა ყველაფერი, რაც კი შეეძლო. ახლა მას ახალი მოტივაცია სჭირდება. ტურეს ახალი გამოწვევა სურს.

კონტრაქტის მიხედვით კიდევ ორი წელია დარჩენილი, მაგრამ მომდევნო ზაფხულს ტურე "ვებსტერის" წესების დახმარებით შეძლებს წასვლას. მას შეუძლია "ჩელსიში" ან "ბაიერნში" გადავიდეს.

გარდა ამისა, მას სურს, რომ მისით "ბარსელონა" დაინტერესდეს. როსელთან და ვილანოვასთან ჯერ არ მილაპარაკია, მაგრამ მათ იციან სიტუაცია და თუ რამე წინადადება ექნებათ, შეუძლიათ მოგვმ
ართონ.

მადრიდის "რეალი"? არ ვიცი, აინტერესებს თუ არა ეს ვარიანტი ტურეს, მაგრამ მოურინიო იაიას ნიჭის დიდი თაყვანისმცემელია.

პორტუგალიელ სპეციალისტს ტურეს გადაბირება ჯერ კიდევ "ინტერში" მუშაობის დროს უნდოდა, მაგრამ მაშინ იაია "ბარსელონაში" თამაშობდა", - განაცხადა სელიუკმა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული