"პირველ სეზონში ინგლისის თასი მოვიგეთ, ახლა ჩემპიონთა თასი. იმედია, შემდეგი ნაბიჯი "მანჩესტერ სიტისთვის" ჩემპიონთა ლიგის მოგება იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისის პრემიერლიგა ყველაზე რთული ჩემპიონატია, ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად მეტი დრო დაგვჭირდება.
პრემიერლიგაში იმ გუნდებთან მოგვიხდა თამაში, რომლებსაც ჩვენგან განსხვავებით, ეს ტურნირი მოუგიათ. თუმცა ჩვენ გამარჯვების ყოველთვის გვჯეროდა და ვიმსახურებდით კიდეც მას", - თქვა მანჩინიმ.