"ლივერპულმა" კენი დალგლიში დაითხოვა

AutoSharing Option
61 წლის შოტლანდიელი ფეხბურთის სპეციალისტი კენი დალგლიში "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

დალგლიშის გათავისუფლების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია  "ლუვერპულის" საიტზე გავრცელდა.

"ლივერპულის" ამერიკელ მფლობელებს სურთ, კლუბის სათავეში "უიგანის" ახლანდელი თავკაცი რობერტ მარტინესი იხილონ.

"ლივერპულმა" დალგლიშის ხელმძღვანელობით 2011/12 წლების სეზონში ინგლისის პრემიერლიგა მერვე ადგილზე დაასრულა. შოტლანდიელი კლუბს გასული წლის იანვარში ჩაუდგა სათავეში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული