დალგლიშის გათავისუფლების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია "ლუვერპულის" საიტზე გავრცელდა.
"ლივერპულის" ამერიკელ მფლობელებს სურთ, კლუბის სათავეში "უიგანის" ახლანდელი თავკაცი რობერტ მარტინესი იხილონ.
"ლივერპულმა" დალგლიშის ხელმძღვანელობით 2011/12 წლების სეზონში ინგლისის პრემიერლიგა მერვე ადგილზე დაასრულა. შოტლანდიელი კლუბს გასული წლის იანვარში ჩაუდგა სათავეში.